ნიჭიერი მსახიობი ყველა როლს სცენაზე დატოვებს და რეალობას დაუბრუნდება, შენ კი ისე ითავისებ ყველაფერს, „სპეკტაკლში“ ნათამაშებ სიყვარულსაც გაარეალისტებდი და ნამდვილი სიყვარულივით აღიქვამდი. ეს გეხმარება იმაში რომ „მაყურებელმა“ არ იეჭვოს სიყალბე, დაიჯეროს ყველაფერი და შენმა ნაშრომმა გაამართლოს, მაგრამ არავინ იცის იქიდან გამოსულს როგორ გიჭირს რეალობის აღქმა, როგორ გერევა გრძნობები და გიჭირს შენი ნამდვილი ცხოვრების დალაგება, სადაც აგრძელებ თამაშს, იმიტომ რომ მიგეკრო ყველა ნიღაბი და ვერ ბედავ შენი ნამდვილი სახის გამოჩენას, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესოა, შენს ნათამაშებ ნიღბებ შორის.
ნიჭიერი მსახიობი გრძნობებს უპრობლემოდ დამალავდა, არც ემოციების გამოხატვა გაუჭირდებოდა ან თუნდაც დამალვა, რაც შენ ასე გჭირდება და რაც არასოდეს გამოგდის.
ყოველთვის გიკვირდა რატომ აკეთებენ ადამიანები ისეთ რამეს, რაც სხვებში აღიზიანებთ, რატომ უსმენენ იმ მუსიკას, რომელიც სინამდვილეში არ მოსწონთ, რატომ ხმარობენ იმ ფრაზებს, რომლის გაგონებაც ჭკუიდან შლით ან საერთოდ რატომ ცხოვრობენ ისეთი ცხოვრებით, რომლის წინააღმდეგები არიანო. ამ დროს მეგონა ყველაზე უკეთ იცოდი, როგორ უნდა გეცხოვრა და შენში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ როცა შევხედე შენს ქმედებებს, მივხვდი, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკობდი და საკუთარ თავს უსვავდი მაგ კითხვებს.
ახლა კი გადაწყვიტე ნიღბები გადაგეგდო, აღარ გეთამაშა და ნამდვილი, რეალური ცხოვრება დაგეწყო. გახვედი შენ ყოფილ „მაყურებელთან“ და მიხვდი რომ ვერავინ გცნობს, ვერავინ გებულობს რა დაგემართა, რატომ შეიცვალა, მათ ხომ არ იციან, რომ ეს თუნდაც რთული სახე, შენი ნამდვილი მეა, ისინი კი ბრალს გდებენ სიყალბეში, ცხოვრებაში პირველად, ზუსტად მაშინ, როცა ნამდვილი ხარ…


9 Jan




5:37 pm on January 11th, 2011
რამ გაგამწარა
6:55 pm on January 11th, 2011
ამის დაწერას, სულ არაფერი დაგეწერა, არ სჯობდა?
5:36 pm on January 22nd, 2011
momwons….