ჩემი ბლოგი ემზადება გადაბარგებისთვის, ვიზუალური შეცვლისთვის და უამრავი სიახლისთვის, ამიტომ გუშინ მთელი ჩემი ბლოგროლი განვათავსე ცალკეულ პოსტში და ასე ვთქვათ ავპინე, რადგან გადაბარგების დროს არ წამეშალოს მთელი ჩამონათვალი და არ დამჭირდეს ყველა ბლოგის თავიდან მოძიება, მგონი ყველა ჩემი ნაცნობი ბლოგი მოვათავსე და მაინც ვინმემ თუ ვერ შეამჩნიეთ თქვენი თავი ჩამონათვალში აუცილებლად დაწერეთ იმ პოსტის კომენტარებში, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ჰედერის ჩამონათალში და ნახვის თანავე დავამატებ. თვითონ ბლოგერის გაჯეტი იმით არის კარგი რომ ახალი პოსტის დაწერისას ნახლდება და ზევით ამოდის და ბევრად უფრო მიადვილებს თქვენი ბლოგების წაკითხვის საშუალებას. ამიტომ ჯერ არც მაგას ვშლი ბლოგიდან.
ჩემი პასიურობის პერიოდში რამდენჯერმე გამიელვა აზრმა, ხომ არ გავაუქმო ბლოგი და შევეშვა ბლოგერობასთქო, მაგრამ რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ ძალიან შემიყვარდა ეს ბლოგი, მართლა მეორე სახლივით არის, შემიყვარდა ასევე თქვენი ბლოგებიც, რომლებსაც ვკითხულობ და ისეთი შეგრძნება მაქვს , რომ ყველას გიცნობთ, იმაზე უკეთესადაც კი ვიდრე თქვენი ახლობლები, რადგან ბლოგზე ხომ ხშირად ისეთ რაღაცას ვწერთ, რაც უახლოეს ხალხმაც არ იცის და ისეთ თემებზე ვმსჯელობთ, რაზეც არ გვილაპარაკია მგობრებთან,აქ ხომ ასე რომ ვთქვათ წერილობრივათ ვფიქრობთ, ამიტომ რაღაც შინაგანი სამყაროს რენტგენია და შეიძლება ადამიანის გამოცნობა და უხილავი მხარეს დანახვა. ამიტომ მიყვარს აქაურობა და არ ვაპირებ თავის დანებებას, არც იმას ვუარყობ რომ ჩავარდნები და პასიურობის პერიოდებიც არ მექნება, მაგრამ ამავე დროს უამრავი სიალე და პოსტების ცვენაც იქნება. რადგან ბლოგერობის თითქმის 3 წელი ცოტა არ არის.
აქიდან გამომდინარე შევადგინე to do list-ი და მივყვები და ეტაპობრივათ გავაკეთებ ყველაფერს, თან საშინლად შემიყვარდა ამდაგვარი ჩანაწერების გაკეთება, როცა ვადგენ მოქმედების გეგმას უამრავი საქმის გაკეთებას ვასწრებ და თუ სპონტანურად მივყვები, საბოლოოდ ბევრი საქმე გაუკეთებლი რჩება, ამიტომ მაქვს პირადი ბლოკნოტი, რომელშიც მაქვს ჩაყოფილი ცვირი სალში, გარეთ, სადაც არ უნდა ვიყო თავისუფალ დროს ვწერ და ვკითულობ რა გავაკეთე და რა დამრჩა გასაკეთებელი, მაქვს პირადი საქმეების to do list-ი, საერთო საქმეების, ბლოგის საქმეები და უამრავი კატეგორია მაქვს შედგენილი და დამიჯერეთ ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ბევრი საქმეების მერე გადახედავთ ამ ჩამონათვალს და გვერდით ყველას პლუსები უწერია, მე მაგალითად მაგ დროს მიყვარს ჩემი თავი ყველაზე მეტად.
))) საინტერესოც არის, ორგანიზირებულიც და რაც მთავარია ჩემთან მოქმედებს.
და კიდევ თქვენი რჩევა გავითვალისწინე და შრიფთი დავაპატარავე, და ძალიან ხომ არ მომივიდა???


19 Jan




2:02 pm on January 19th, 2010
არა, კარგია ზომა..
დიზაინი უნდა შეცვალო და რამე?..
ველოდებით ოჯახის დარჩენილი წევრები (ანუ, მე)…
და ისა.. აღარ დაიკარგო ხოლმე რა, რა წესია ვერ გავიგე..
ვეჭვიანობ იცოდე უკვე!.. :ეჭვიანისმაილი:
2:04 pm on January 19th, 2010
vasasi
vse awi agar davikargebi, mec momenatraa aqauroba, ar iechviani shen arasodes gigalateb
:*:*
5:37 pm on January 19th, 2010
შრიფტი ეს ჯობია ნამდვილად ^^
ეს დიზაინი საყვარელია, მაგრამ კლეჩატი ფონი ცოტა თვალებს აჭრელებს :შ
ხოდა ნუღარ დაიკარგები ^^
6:12 pm on January 19th, 2010
შრიფტი კარგია და ბლოგის წაშლა–მიტოვებაზე არც იფიქრო! ნუ, თუ რა თქმა უნდა, შენ არ გადაგივლის ბოლომდე ბლოგერობის სურვილი, რაც დასანანი იქნება!
8:25 pm on January 19th, 2010
"ისეთი შეგრძნება მაქვს , რომ ყველას გიცნობთ, იმაზე უკეთესადაც კი ვიდრე თქვენი ახლობლები, რადგან ბლოგზე ხომ ხშირად ისეთ რაღაცას ვწერთ, რაც უახლოეს ხალხმაც არ იცის და ისეთ თემებზე ვმსჯელობთ, რაზეც არ გვილაპარაკია მგობრებთან,აქ ხომ ასე რომ ვთქვათ წერილობრივათ ვფიქრობთ, ამიტომ რაღაც შინაგანი სამყაროს რენტგენია და შეიძლება ადამიანის გამოცნობა და უხილავი მხარეს დანახვა."
აი ეს ზუსტად ასეა და მეც ეგრე ვარ.
გეთანხმები 100 %–ით.
შრიფტის ზომა ძალიან კარგია.
ბლოგის წაშლაზე არც გაივლო აზრად.
მეც ვფიქრობ ხოლმე ჩემს მიერ გასაკეთებელ საქმეებზე და რავიცი ჯანდაბა რა.
((
5:55 am on January 20th, 2010
გავიგე იმ დღეს მეძებდი… საღამოს მოვალ… და .. (ჰ) …
სიახლეები კარგია… უკეთესობისკენ მიდის ბლოგის საქმე და წინ კიდევ უფრო წავა კიდეც…
11:11 am on January 20th, 2010
უბრალოდ პასიურობის პერიოდი გაქვს, მერე ისვე გენდომება პოსტვა, წაშლაზე არ უნდა იფიქრო ნამდვილად
პ.ს შრიფტი ძალიან კარგია, ეგრევე თვალში მომხვდა