ისტორია ნამდვილია, ერთ სვანმა ქალმა მომიყვა.
მე არ ვიცი როგორი ბავშობა მქონდა, არც ის ვიცი როგორ დავარქვა ამ ყველაფერს, ერთი კი ვიცი რომ ყველაფერი რაც ჩემ თავს ხდებოდა უცნაური იყო. არასოდეს მესმოდა რატომ არ უნდა ვყვარებოდი ისეთ ხალხს რომლისგანაც ველოდი ამას, და რატომ ვუყვარდი ისეთებს, რომლებსაც უმცირესობა უყვარდათ. ამას ვერც ეხლა ვხვდები, უბრალოდ 40 წლის განმავლობაში მივეჩვიე, რომ ეს ასე უნდა იყოს.
უმცირესობის მოყვარული ადამიანი კი მამაჩემი იყო, რომლისგანაც მე ვერ ვხედავდი სხვა ადამიანებისადმი სიყვარულს, მხოლოდ სიმკაცრით და ეჭვის თვალით უყურებდა ხალხს. ყველას ეშინოდა მისი და თვალებში არავინ უყურებდა. მაგრამ ჩემდამი მისი დამოკიდებულება სრულიად განსხვავებული იყო. მე არ ვიყავი ოჯახში ერთადერთი შვილი, არც განსხვავებული ვყოფილვარ არაფრით, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩემი ტყუპის ცალი დაბადების თანავე წაიყვანა ღმერთმა და მის მერე ყოველთვის ვიღაც მაკლია. მამაჩემი კი ამას ავსებდა. ის ყოველთვის მიყვებოდა ისეთ ამბებს, რომელიც არავინ იცოდა. მასზე უკეთესი მასწავლებელი არასოდეს მყოლია. ყოველთვის მიკვირდა როგორ შეეძლო ერთი შეხედვით ცუდი ადამიანის ამოცნობა, რომელსაც არც ეტყობოდა რაიმე ბოროტის. ყველა მამგვანებდა, ამას მეც ვამჩნევდი, ერთი განსხვავება მგონი მისი ნიშანი იყო წარბებ შუა.
ჩემი დამოკიდებულება დედის და დების მიმართ უცნაური იყო, ისეთი არცერთ დედას და შვილს რომ არ მოეწონება. ეს ჩემი ბრალი არ იყო, უბრალოდ ჩემ დარჩენას ჩემი ტყუპი ძმის ყოფნა ერჩივნათ. რაც ეს გავიგე, მის მერე დიდი კედელი აღიმართა ჩვენს შორის, ოჯახის სითბოს კი მხოლოდ მამაჩემი მაგრძნობინებდა. 18 წლამდე გავიზარდე იმ აზრით, რომ ჩემ გვერდით მყავს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, არაფერი უკვირს და ყოველთვის დამაყენებს სწორ გზაზე.
სიზმრებს იშვიათად ვხედავდი, მაგრამ როდესაც ვნახავდი, აუცილებლად ხდებოდა. ერთ დღეს მესიზმრა, რომ შავ ანაფორაში ჩაცმული კაცი, რომელსაც მხოლოდ თვალები უჩანდა მიახლოვდებოდა. გამრჭოლი მზერით მიყურებდა, ხელში კი დიდი ჯოხი ეჭირა. მე შეშინებული ხმას ვერ ვიღებდი, მაგრამ ვიცოდი რომ ის არ უნდა მოახლოვებულიყო, ვცდილობდი გაქცევას, მაგრამ ვერ ვინძრეოდი. როდესაც ეს ბოროტი კაცი მომიახლოვდა, ჩამარტყა გულში თავის ჯოხი, უზამრმაზარი შავი ნახვრეტი დატოვა და გაქრა. როდესაც ჩავხედე ნახვრეტში მამაჩემი დავინახე. შეშინებული წამოვხტი. მაგრამ ირგვლივ არავინ იყო, მე კი უცნური განწყობით წამოვდექი და გავედი ოთახიდან, ყველა შეშფოთებული მიყურებდა, მეგონა ალბათ გაიგეს ჩემი ყვირილი და ეხლა მკითხავენ რამეს, მაგრამ არავინ არაფერს მეუბნებოდა, უბრალოდ მიყურებდნენ და ზარებს პასუხობდნენ ყოველ 5 წუთში, ყველა რეკავდა და დედას ეკითხებოდა როგორ ხართო, მეუცნაურა ამდენი ადამიანის ყურადღება ასეთ მოკლე ხანში. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ჯერ სიზმრიდან ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვიყავი, სასტიკად შეშინებულს მამაჩემის ნახვა მინდოდა, იმ დღეს კი მამაჩემი სახლში არ იყო, ბიძაჩემთან იყო წასული სტუმრად. ელვური სისწრაფით ჩავიცვი და გავვარდი გარეთ, ჩავჯექი პირველივე ტაქსში და სვანეთისკენ გავეშურე . იქ ყველა გვიცნოდა, ყველა ტაქსისტმა ზეპირად იცოდა ჩვენი მისამართები და ყველანაირი კითხვის გარეშე, დაქოქა მძღოლმა მანქანა და გაუდგა გზას. ვიყურებოდი ფანჯრიდან,თვალებზე ცრემლები მომდიოდა და ვიცოდი , რომ რაღაც ცუდი მოხდა.
როდესაც მივუახლოვდით ბიძაჩემის სახლს, გარეთ უამრავი ადამიანი იდგა. გადმოვხტი მანქანიდან, გავიქეცი სახლისკენ. როდესაც კარებს მივუხალოვდი, არ მიშვებდნენ ოთახში შესასვლელად. ვეჭიდავებოდი ხალხს და მაინც შევაღწიე ოთახში და დავინახე, როგორ იწვა უსულო მამაჩემი ოთახის შუაში და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მართლა ის იყო, მივუახლოვდი, ჯერ კიდევ თბილს და ცრემლი ჰქონდა თვალზე ან მეჩვენებოდა, ვყვიროდი:
-ხალხნო, ცოცხალიაა, ის ჯერ კიდევ ცოცხალიაა !!! უშველეთ, ცოცხალიაა !!!
მინდოდა გამეღვიძებინა, ხელებს ვურტყავდი, მეგონა წამოხტებოდა და მკაცრი თვალებით შემომხედავდა, მაგრამ არ მაცალეს, გამიყვანეს ძალით ოთახიდან. ყველას ვუყვიროდი:
- ეს თქვენ მოკალით მამაჩემი, ეს თქვენი ბრალია, თქვენ უნდა იყოთ მის ადგილას, მამაჩემი არ უნდა მოკვდეს, არ შეიძლება რომ მოკვდეს !!!
ვერ ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო, ვტიროდი, სიბოროტე მავსებდა და ყველას მოკვლა მინდოდა ვინც კი მისამძიმრებდა და მეხუტებოდა, ქალები რომლებიც სვანურად მოთქვამდნენ, კაცები, რომლებიც თავ ჩაღუნულები იდგნენ, ყველა მეზიზღებოდა. ეს არ უნდა მომხდრიყო, მამაჩემს არ უნდა გასჩერებოდა ის ძლიერი გული, რომელიც მე ასე მჭორდებოდა. მას არ უნდა მივეტოვებინა, ის არასოდეს მომექცეოდა ასე.
ჩემი ისტერიული საქციელების გულისთვის სახლში წამიყვანეს და გასვენების დღემდე მეძინა. მამაჩემი მესიზმრებოდა და ის ჩემთან იყო, უცნაურად მელაპარაკებოდა და მეუბნებოდა, რომ ეხლა ყველაფრით დავემსაგვსებით ერთმანეთსო. მე კი ვეხუტებოდი და მეცინებოდა, იმიტომ რომ ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა და მორიდება კი, კიდევ ერთხელ შეკითხვის უფლებას არ მაძლევდა. როცა გავიღვიძე მივხვდი, რომ ჩემი ძილით არ მეძინა ამდენი დღე, უბრალოდ ნემსების საშუალებით ახანგრძლივებდნენ ჩემ ძილს. რომ წამოვდექი თავი საშინლად მტკიოდა, მეგონა რაც მოხდა ერთი დიდი და საშინელი სიზმრაი იყო. ავდექი, ლოგინზე დადებული შავი კაბა ვნახე და მივხვდი, რომ მამაჩემი წავიდა.
როცა გავედი ოთახიდან, ყველა გამოვარდა და გაშტერდა. დედაჩემმა შემომხედა და გული წაუვიდა, ჩემი დები მივარდნენ და ასულიერებდნენ. ყველა სარკე თეთრი ნაჭრით იყო გადაფარებული და ვერსად ჩავიხედე რომ გამეგო რა მჭირდა ასეთი, ამხელა ხმაური რომ გამოიწვია. ვერ მოვითმინე, მივედი ერთ სარკესთან, ჩავიხედე და გავშეშდი. ეს შეუძლებელი იყო, მეგონა ისევ მეძინა, მაგრამ მე ამას ვხედავდი. მამაჩემის ნიშანი, რომელიც მაგის თქმით გვანსხვავებდა, ეხლა მე მქონდა წარბ შუა. ხელებს ვირტყავდი სახეში, თვალებს ვიზელავდი, მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ არა, ეს მართლა ხდებოდა. ოჯახის წევრები ვერ მიყურებდნენ, არ მეკარებოდნენ გეგონება რაღაც ჭირი მჭირდა. მე სხვა მანქანაში ჩამაჯინეს და ისინი სხვაგან ჩაჯდნენ. მივდიოდით სვანეთში, გასვენებაზე.
ჩემი მძღოლი ყველაზე სწრაფი იყო და მე პირველი მივედი მამაჩემთან გასამშვიდობებლად. შევედი ოთახში, სადაც თითო ადამინის შემოსვლაზე ქალები წივილს იწყებდნენ, მივუახლოვდი მამაჩემს, დავვარდი მუხლებზე, შევხედე გაყინულ სახეზე და დავინახე, რომ მას ეს ნიშანი აღარ ჰქონდა. ბღავილი ამომხდა, ეს ტირილს არ ჰგავდა, მე ვკიოდი, ვეხუტებოდი და ვკოცნიდი, მან თავის ნიშანი მე დამიტოვა, მან გამომარჩია ყველასგან, ის არასოდეს მიმატოვებს, თუნდაც ვერ ვხედავდე ცოცხლად…
სვანეთი by Kikito

13 Aug




12:52 am on August 14th, 2010
auh
6:24 pm on August 14th, 2010
ვაიმე..
ინგა, რა არის ეს?
:ს
6:35 pm on August 14th, 2010
ერთი სვანი ქალის ნაამბობი
10:53 am on August 25th, 2010
შემძრა
საოცარი ისტორიაა
9:39 pm on October 21st, 2010
sagol martla dzaalian magari ragacaaaa
shevcbiiii
3:50 pm on December 21st, 2010
xooo gulshi mosaxvedria…
7:08 pm on December 31st, 2010
This is my first time i visit here. I found so many entertaining stuff in your blog, especially its discussion. From the tons of comments on your articles, I guess I am not the only one having all the enjoyment here! Keep up the good work.
8:17 pm on December 31st, 2010
Whenever I usually like to research more information similar to this I ordinarily have a look at article publication sites and enter my search, congrats for a good post.
11:44 pm on December 31st, 2010
Hey there I must say I revere your . As a Boston Cab driver I meet all kinds of fun people and now I just can`t get enough. As soon as I drop off my Boston Taxi I come right to the house and fire up my desktop looking for entertaining and informative blogs like this one. The next time you are around zip code 02127 Southie Mass.stop by and see us!
7:05 am on January 3rd, 2011
I like your blog… very good colours & theme. Did you build this website yourself or did you hire someone to do it for you? Please answer back back as I’m looking to create my own blog and would like to know where you got this from. Thanks