რამდენიმე დღეა რაც ჩავაბარე საბუთები საქართველოს მოქალაქეობაზე .
საბუთების ჩაბარებიდან 2 დღეში დამირეკეს და დამიბარეს გასაუბრებაზე, მოკლედ დღეს ვიყავი გასაუბრებაზე
და ძალიან ბევრი რამ გამიკვირდა.
პირველ რიგში როცა ვაბარებდი საბუთებს, გადავიხადე 200 ლარი რომ გავმხდარიყავი ჩემივე ქვეყნის მოქალაქე,
მითხრეს , რომ საქართელოს აქვს ორმაგი მოქალაქეობა,
თუმცა პასუხი დადებითი მოვიდოდა თუ არა არავინ იცოდა.
დღეს კი მითხრეს რომ საქართველოს კონსტიტუციის რომელიღაც მუხლის თანახმად
საქართველოს მოქალაქე შეუძლია გახდეს მხოლოდ ისეთი ადამიანი რიმელსაც
აქვს რაიმე დამსახურება საქართველოსადმი.
რა დამსახურება უნდა მქონოდა? ჯერ ვარ სტუდენტი, ვსწავლობ, მაინც რა უნდა გამეკეთებინა 21 წლის
ასაკში ისეთი რომ ეს დამსახურებათ ჩამთვლოდა?
ამაზე გავეცი პასუხი რომ ჯერ არ მაქვს არანაირი დამსახურება, მაგრამ ყველაფერი წინ არის.
მოკლედ გამომკითხეს ყველაფერი, მშობლების ახალგაზრდობის სამსახურიდან, ჩემი უნივერსიტეტის მისამართის ჩათვლით.
არა, მესმის რომ ეს გასაუბრება აუცილებელი იყო, ძალიან თავაზიანებიც იყვნენ, მაგრამ
ვერ ვხვდები თუკი ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც არ აქვს არანაირი დამსახურება ჯერ-ჯერობით,
და მოქალაქეობის მიღების შანსი უარყოფითი პასუხისკენ უფრო იწონება, ვიდრე დადებისთისკენ,
მაშინ რატომ უნდა ახდევინებენ მოქალაქეობის მინიჭების საფასურს?
ძალიან ბევრი კითხვები გამიჩნდა, ისე გამოვიდა ლაპარაკიდან, რომ უფრო უარყოფითი პასუხი მოვა,
და ჩვენ სახლემწიფოს რომ ვკითხოთ,
ყველას შეუძლია გახდეს საქართველოს მოქალაქე და ქართველს,
რომელიც დაიბადა აქ, მაგრამ 21 წლის ასაკში არანაირი დამსახურება არ აქვს, შეიძლება უარყოფითი
პასუხიც მოუვიდეს.
მოკლედ ჯერ არ ვიცი, 3 თვეში იქნება პასუხი, მაგრამ თუ უარყოფითი მოვიდა,
ერთი წლის შემდეგ კიდევ მაქვს ჩაბარების უფლება,
მაგრამ იმედი მაქვს, რომ უარს არ მეტყვიან

22 Apr




10:33 am on April 22nd, 2010
ორმაგი მოქალაქეობის არქონის გამო უამრავი მოქალაქე დავკარა საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში.ამ იდიოტური კანონის გამო დავრჩი საქართველოს მოქალაქე რასაც დღეს ძალიან,ძალიან ვნანობ!
ახალმა მთავრობამ შეცვალა ეს კანონი მაგრამ მხოლოდ “რჩეულთათვის”?! სამწუხაროა რომ ემიგრანტებს უკან მოსაბრუნებელ გზას უჭრიან რადგან “მთლიანობაში” პასპორტით ქართველებს უფრო სჭირდებათ არაპასპორტით ქართველები ვიდრე პირიქით…
11:19 am on April 22nd, 2010
200 ლარის ამბავი არ ვიცი, ძალიან გამიკვირდა.
მგონი არ უნდა იყოს ამხელა გადასახადი.
რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას – შესაძლებელია, თუმცა ასეთი პირობით: უნდა გქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მერე უნდა შეიტანო განაცხადი და თუ საქართველოში ხარ დაბადებული, ადვილად მოგცემენ.
დამსახურება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია საჭირო.
აქამდე რისი მოქალაქეობა გქონდა?
1:57 pm on April 22nd, 2010
რუსეთის მოქალაქეობა მაქვს და ორმაგის გაკეთება მინდა.
200 ლარი ღირს ზუსტად დიდზეც და პატარაზეც,
საქართველოშიც ვარ დაბადებული, ქართული გვარიც მაქვს და ყველა აქ მყავს, მაგრამ მაინც პრობლემატურად ილაპარაკეს, რავიცი….
4:17 am on April 23rd, 2010
აუ, საქართველოს კონსტიტუცია რომ წაიკითხო რამოდენიმე მუხლი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, გამსწორებელი და პატრონი არ ყავს
1:22 pm on April 23rd, 2010
საქართველოა რა
11:10 pm on April 23rd, 2010
200 ლარი ძალიან მაღალი გადასახადია . უარყოფითი პასუხი რატომ უნდა მოგივიდეს . არა მგონია საქართველოს მოქალაქეობა ქართველისთვის პრობლემატური იყოს. მიხარია რომ გადაწყვიტე შენი ქვეყნის მოალაქე გახდე.
12:27 pm on April 26th, 2010
იუსტიციის სამინისტროში ვმშაობდი მაშინ, როცა ეგ კანონი პირველად ამოქმედდა. ნამდვილად უპრობლემოდ აძლევდნენ ორმაგ მოქალაქეობას ეთნიკუს ქართველებს, ან წარსულში საქართველოს მოქალაქეობის მქონეებს.
თუმცა, რუსეთის მოქალაქეობის შემთხვევაში, არაა გასაკვირი უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ საკითხს, მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე:)
იმედი მაქვს, მოგცემენ მოქალაქეობას
7:40 pm on April 26th, 2010
რისთვის გინდა მოქალაქეობის აღება?
მაგრამ მესმის “ჩვენებისაც”, ფულს სხვანაირად როგორ გააკეთებენ, მეეჭვება, ბევრს უნდოდეს მოქალაქეობის მიღება.
5:24 am on April 27th, 2010
moqalaqeoba dzlian bevr rameshi, სწავლიდან დაწყებული, ელემენტალური ბანკის კრედიტით დამთავრებული, ყველაფერში მთხოვენ ფაქტიურად
12:11 am on April 30th, 2010
@SOPHIE GOLDEN
მერწმუნე, ბევრს უნდა. ადრე ნაკლებს უნდოდა, რადგან ორმაგი მოქალაქეობა არ იყო და ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობას არჩევდნენ. ახლა კი, ეს შესაძლებელია და თითქმის იმდენივეს უნდა მოქალაქეობის მიღება, რამდენსაც გასვლა მოქალაქეობიდან.
ანუ, მოქალაქეობაზე უარის მთქმელთა დიდი ნაწილი ისევ აკეთებს განაცხადს ორმაგ მოქალაქეობაზე
სასაცილო პროცედურაა ისე. გასვა-შემოსვლა. ლოგ აუთ ლოგ ინ
11:51 am on June 8th, 2010
[...] [...]
9:01 pm on June 18th, 2010
და თუ აქ დაიბადე, აქამდე რატომ არ იყავი საქართველოს მოქალაქე???
7:07 am on June 19th, 2010
soxumshi davibade da mere dzlian cotaxani vikavit tbilishi da wavedit moskovshi da ikauri mokalakeoba mivige ltolvilobis safudzvelze
7:52 am on November 8th, 2010
me mgoni tviton chinovnikebi afucheben saqmes tore chemma natesavma ubralod kitxvari sheavso da sam tveshi gaxda moqalaqe, ise rusetis moqalaqe iko manam dabadebuli aq aris kutaidshi. tu qutaisshi sxva kanonebia? maqauri chinovnikebi uvicebi axureben
4:52 pm on December 20th, 2010
მუხლი 2
1. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.
ეჰ… რა იზამ…