ხატვის ხელოვნებაში არაფერი მესმის, არც ხატვა მეხერხება, არადა ყოველთვის მინდოდა ლამაზი ყვავილი მაინც დამეხატა, მაგრამ ამაოდ, არ არის ეს ჩემი, თუმცა უზომოდ მიყვარს და ვტკბები სხვისი ნიჭით და თეთრი შურით მშურს.
დიდი ხანია თვალს ვადევნებ ქვიშის ანიმაციებს, პირველად დათო ხუჯაძის კლიპის შემდეგ დავინტერესდი, რადგან ძალიან ლამაზი და უჩვეულო იყო , რომ დააკვირდეთ თითქოს ძალიან ადვილია, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვცადე და არაფერი არ გამომივიდა სამწუხაროდ, რადგან მართლა რთულია და ნიჭი სჭირდება.
ქვიშის ანიმაციის დროს იყენებენ სხვადასხვანაირ ფხვნილებს, სუფთა ქვიშას, ხანდახან მარილს, ყავას და კიდევ ბევრ რამეს, ხატავენ შუშაზე, უმეტეს წილად ხელებით, მაგრამ იყენებენ ფუნჯებსაც პატარა დეტალებისთვის, უკეთებენ ათასნაირ განათებას და დგამენ ამ შოუს ხალხის წინაშე, ხატავენ ელვისებური სისწრაფით და ულამაზესი გამოდის საბოლოოდ, თან ყურების პროცესიც არ არის მოსაწყენი. მხატვარი ქმნის ნახატებს რომლებსაც უეცრად ცვლის, ამის წყალობით გამოდის სიუჟეტი და არაჩვეულებრივი სანახაობა. მხატვარს ამ დროს არამარტო ნიჭი სჭირდება არამედ დიდი გამძლეობა და ყურადღება, რადგან ერთი არასწორი ხელის მოქნევას შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს. ძალიან დიდი ფანტაზიის უნარით სარგებლობენ ასეთი მხატვრები, რადგან შეუძლიათ 10 წუთის განმავლობაში შექმნან ისეთი სანახაობა, რომელიც ერთ კინოს უდრის, ერთ ისტორიას და ხალხისთვის დაუვიწყარი ხდება.
ერთერთი ყველაზე განთქმული ქვიშის ანიმაციების მხატვარი, არის ქსენია სმირნოვა, ამ ქალბატონმა გაიმარჯვა უამრავ კონკურსში და გაოცებული დატოვა მილიონობით მაყურებელი, თავის ორიგინალურობით და არაჩვეულებრივი ნიჭით.






3 Mar




5:42 pm on March 3rd, 2010
ოო, ქვიშის ანიმაციები მართლა ულამაზესი და ურთულესია! მეც მომხიბლა პირველად ხუჯაძის კლიპში რომ ვნახე.
12:05 pm on March 6th, 2010
აი მე კი პირველად ენიმალ ფლენეთზე ვნახე
ლამაზი სანახაობაა