დამთაგა ჩემ ცოლ/ქმარ ბლოგერმა ვასასიმ (ისე იმათმა ვინც არ იციან ამ ცოლ/ქმრის მნიშვნელობა, რეებს იფიქრებენ ^_^) და უნდა დავწერო 5 რამ რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს 5 ისე ცოტაა, არ ვიცი რა ამოვარჩიო, საერთოდ ბევრი რამის სია მაქვს გაკეთებული, მაგრამ არ მაქვს არასოდეს ადგილებად დაყოფილი, უბრალოდ როცა ემატება რაღაც, ეს იმას ნიშნავს რომ ახალი გატაცება მაქვს და არა იმას , რომ პირველ ადგილზე მყოფი რამ ყველაზე საყვარელია, ამიტომ ძალიან მიჭირს ეხლა არჩევა და ალბათ ეს უბრალოდ დროებითი დაყოფა იქნება, რაც ამ ჟამად მიზიდას ყველაზე მეტად, მაგრამ შეიძლება ერთ თვეში ეს ყველაფერი მომბეზრდეს და სრულიად ახალმა ჩამონათვალმა გადმოიწიოს პირველ რიგებში.
5. ზამთარი
ზამთარი ზამთარშიც მიყვარს, ანუ ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ზაფხულია, ცხელა და ყველა დაიღალა უაზრო სიცხისგან. მიყვარს თოვლი, ცივი ჰაერი და გუნდაობა : )), დაბადებულიც ზამთარში ვარ და ჩემი დაბადების დღისთვის მიყვარს რაღაც განსაკუტრებულის გაკეთება. ახალი წელიც მიყვარს, ოღონდ მზადება არა, თვითონ გადასვლა ახალ ეტაპზე, ბევრი რამის თავიდან დაწყების სურვილს მიჩენს. როგორც ძველი დღიური რომ მთავრდება, ახალს იწყებ და იქ გინდა სულ სხვა რამე წერო და ბევრად უკეთესი.
4. კინო და წიგნი
ვფიქრობ კინო ყოველთვის მეყვარება და ხშირად ვუყურებ, თან ყველანაირ ჟანრს. წიგნიც კინოებმა შემაყვარეს. ბავშობაში არასოდეს მიყვარდა კითხვა და სულ მეჩხუბებოდნენ. რაც მეტს მეჩხუბებოდნენ, მით უფრო არ ვკითხულობდი. მაგრამ როდესაც დავიწყე ისტორიული კინოების ყურება, მის მერე დამაინტერესა წიგნმაც და ჩემით შევიყვარე კითხვაც. ალბათ ყველა ადამიანის განწყობაზე მოქმედებს კინო და შეუძლია ძალიან დაძაბული ხასიათითად გადაიყვანოს მხიარულში, ან პირიქით. კინო და წიგნი ერთ-ერთი საშუალებაა მცირე ხნით იცხოვრო სხვისი ცხოვრებით და შეიგრძნო ბევრნაირი ემოცია, რაც მე ასე მაინტერესებს. იმიტომ რომ ერთ ადამინს არ შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე ცხოვრებით ცხოვრება, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა, კინო და წიგნი კი ამის საშუალებას გვაძლევს მცირე ხნით.
3.. ჩემი გაჯეტები
ნოუთბუქი, მობილური, ფოტოაპარატი, ძალიან ბევრ დროს ვუთმობ ამ ნივთებს და მგონია რომ ამის გარეშე უკვე ვერ გავძლებ და არც სურვილი მაქვს, რომელიმე დამაკლდეს, ამიტომ რაც მჭირდება – მიყვარს, რაც მიყვარს – ხშირად მაღიზიანებს.
![]()
2. მანქანა და ყველაფერი რაც ამასთან არის დაკავშირებული
ვგიჟდები თავისუფალ ტრასსაზე და სიჩქარეზე, რისი უფლებასაც ძალიან იშვიათად ვაძლევ თავს, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილი ვარ ამ საკითხში, მაგრამ როცა თავისუფალია ტრასსა, თან ნაწვიმარია, სისწრაფე და ხმამაღალი მუსიკა მწყვიტავს სამყაროდან და რამოდენიმე ხნით დავფრიანავ, ამის მერე ყველაზე ბედნიერი და ცხოვრების მოყვარული ვხდები. : ))
1. ბას გიტარა
ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი რამ უკვე დიდი ხანია, საერთოდ ყველენაირ გიტარაზე ვგიჟდები, მაგრამ ბასზე მეტად არც ერთი მიყვარს, იმიტომ რომ გიტარების შორის ყველაზე დაჩაგრულია, არადა ისეთი რამის გაკეთება შეიძლება, რომ არცერთ სოლოს არ ჩამოუვრდება.და რაც ბას გიტარაზე ვუკრავ, ამ წლების განმავლობაში, ზუსტად ამის სურვილი მაქვს, რომ უმაღლეს დონეზე შევისწავლო და დავუმტკიცო ყველას, რომ სოლოზე მეტიც კი შეუძლია, მაგრამ ამას ძალიან ბევრი მეცადინეობა და ვარჯიში უნდა, რასაც სხვა გატაცებების გულისთვის ისე ხშირად ვერ ვაკეთებ, როგორც საჭიროა.
ვთაგავ: Clown, მწარეს და ჯურნალისტის დღიურს, Taknatunas .



13 Jul




1:50 pm on July 13th, 2010
მეოთხე და მესამე მეც მიყვარს ^_^
5:14 pm on July 13th, 2010
უი დათაგული არ შემიმჩნევია ^_^ მადლობა კიკიტო ^_^
5:46 pm on July 13th, 2010
mec damTაგე მინდააა
5:50 pm on July 13th, 2010
დაგთაგე
5:52 am on July 14th, 2010
მეც მიყვარს ზამთარი, ჩემი მობილურიც და ფოტოაპარატიც (ლეპტოპი არ მაქვს), ფილმები არა, წიგნებსა და კითხვაზე ჭკუა მეკტება. რაც შეეხება მანქანას, მოვა დრო და მეც შენსავით გავჭედავ ცოლო/ქმარო.. :*
7:27 am on July 14th, 2010
mere ertad vigijot xolme ^_^
12:06 pm on July 14th, 2010
მე-5, მე-4 და მე-3 მეც მიყვარს! წარმატებები პირველ პუნქტთან დაკავშირებით!
12:56 pm on July 14th, 2010
http://bloody-clown.blogspot.com/2010/07/blog-post_14.html
კიკირო შევასრულე დავალება ^_^
8:42 pm on July 15th, 2010
გმადლობ დათაგვისთვის, ხვალ აუცილებლად დავწერ :*
ეჰ, როგორ მინდა მანქანა, უფრო სწორად, მართვის მოწმობა, მანქანაზე მოვახერხებდი კიდევ რამეს…
8:24 pm on July 1st, 2011
Your story was really ifnoramtvie, thanks!