twitter
rss

დამთაგა Maya_Jims-მა და დავწერ მეც, რომ შემოგხვდეთ ქუჩაში და მოხდეს სასწაული და მიცნოთ, აუცილებლად შემატყობინეთ გამიხარდებაა.

ჯერ საქართველოში არ ვარ და  არ შეგხვდებით, მაგრამ ზოგადად არაფერი განსხვავებული არ მახასიათებს არც ჩაცმაში და არც სიარულში.

ზამფხულში საქართველოში იშვიათად ვარ, მაგრამ ზამთარში მაცვია თითქმის ყოველთვის შავი პალტო და ვუსმენ მუსიკას, ყოველთვის მიკეთია ნაუშნიკები და თავი მაქვს ჩარჭობილი მობილურში : ))), ანუ როგორც ყველას.

არ მიყვარს ხალხმრავლობა და მარშუტკაში, ავტობუსში და მეტროში ვერ მნახავთ, სულ მანქანით ვმოძრაობ და მემგონი ზუსტად ამიტომ მინდოდა მანქანა, რომ ხალხმრავალ ადგილას არ ვიყო. თან საშინლად არ მიყვარს მარტო სიარული და ყოველთვის ვიღაც დამყვება. ხშირად არა, მაგრამ შეიძლება მნახოთ ჩემ “ტყუპალებთან”( ასე ეძახიან ბაღში )) ერთად სადმე საბავშო ადგილას, უფრო მაკდონალდში,ბაო-ბაბიში და ზოოპარკში დავდივართ, ამათი მარტო გაყვანა ძალიან ძნელია და თუ მასე დამინახეთ, აუცილებლად მიცნობთ ფრაზებით „ნუ მირბიხარ“, „მაგას ხელი არ მოკიდო“, „ნუ სცემთ ერთმანეთს“ და ამდაგვარი რაღაცეები))).

სად შეიძლება მნახოთ?

სამგორი-ისანი რაიონში და უფრო ავლაბარში, იმიტომ რომ იქ ვსწავლობ ან საცობში, მიყვარს კინოთეატრებში სიარული, ხოდა ან რუსთაველში ან ამირანში მიხილავთ)). ადრე დავდიოდი სულ ერთი და იგივე ბარში, მაგრამ დახურეს და ეხლა სადაც მოვხვდებით მეგობრები იქ ვჩერდებით, და საერთოდ ამოჩემება მიყვარს კაფეების, ბარების და მაღაზიების, ერთხელ თუ მომეწონა იქ მერე ყოველთვის ვივლი და სხვაგან გახვევაზე არც ვიფიქრებ, ასე რომ რო ჩამოვალ და რამეს ამოვიჩემებ, აუცილებლად დავწერ))).

თმები, ჩემი მთავარი ატრიბუტია, ყველაზე დიდ ყურადღებას თმებს ვანიჭებ, ამიტომ სულ არეული სახე რომ მქონდეს, თმა აუცილებლად წესრიგში მექნება, მაგრამ თუ არა მაშინ მაღლა მაქვს აწეული, როგორც სჩვევია კიკიტოს. და თან ისე მაგრად მაქვს აწეული, რომ თვალები ჩინელივით მიწვრილდება ))). სკოლაში მულანს მეძეხდნენ.  კიდევ ხშირად მაქვს გასწორებული და თმის ფერი სულ მეცვლება, ასე რომ ვერც მაგას დავწერ დაზუსტებით.))

მაკიაჟი.

გადატვირთულად არ მიყვარს ჩაკრასკვა და არც მიხდება მგონი, მაგრამ ყოველთვის მისვია ტუში, ეს არის ჩემი ერთადერთი განუყრელი ნივთი. და ხანდახან შავი ფანქარიც მისვია, კონტურივით.

კიდევ ჩანთა, აუცილებალად დიდიიიი და ეტყობა გარედანვე რომ უამრავი რამ დევს შიგნით. ჩანთებიც ჩემი სუსტი წერტილია, ამიტომ თითქმის ყოველდღე სხვადასხვა მიჭირავს.

კიდევ გიტარა, ყოველდღე არა, მაგრამ რეპეტიციის დროს, სულ გიტარით დავდივარ, თან ზამთარში კარგ მონადირეს ვგავარ)))).

მაგრამ საერთოდ ჩემი ნახვა ადვილი არ არის, არა იმიტომ რომ განსაკუთრებული ვარ, არამედ იმიტომ რომ დავდივარ მანქანით და ფეხით ძალიან იშვიათად და თუ დავდივარ ისე სწრაფად ვმოძრაობ, რომ მეთვთონ ვერ ვხედავ ხალხს, თან არც ხალხმრავლობა მიყვარს, და სადაც მასეთი სიტუაციაა იშვიათია რომ ვიყო.

მემგონი მეტი არაფერი ეს იყო და ეს. ეხლა მე უნდა დავთაგო ბლოგერები მაგრამ არც ვიცი, ვინ დავთაგო, მგონი ყველამ დაწერა ეს პოსტი, მაგრამ მაინც:

ჩემ ცოლ/ქმარს  Vasasi-ს

და

უტვინოს

მემგონი არ დაუწერიათ :)

date18 Jun

8 Responses to “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ”

  1. Clown^^
    1:31 pm on June 18th, 2010

    ^_^

  2. ვასასი
    4:40 pm on June 18th, 2010

    არა რა, მე და შენ ასეთი პლატონური ცოლ-ქმრობა როდემდე უნდა გავაგრძელოთ, არ ვიცი მე.. :)

    დავწერე მსგავსი პოსტი ჩემი ინიციატივით, აგერ.. :) http://tamok-vasasi.blogspot.com/2010/05/blog-post_03.html

  3. Kikito
    5:35 pm on June 18th, 2010

    rom Cchamoval wertili davusvat platonurs da col qmroboda gavargdzelot :D

  4. ბაჩო
    6:00 pm on June 18th, 2010

    აბა პლატონა? :)
    ტაკ
    მინდა გავიხსენო 2008 წლის 1 ივნისი
    მარი მეგონე (იმასაც ტყუპები ყავს)
    ვობშემ ძლივს აღვიდგინე ტვინში მზიურში რა ხდებოდა, თან ლუკა დამეკარგა და რომ რეკავდა ხმა არ მესმოდა (დინამიკებთან იდგა, ხოდა სანერვიულო ბევრი მქონდა. ასე რომ შემომეფეთე 1-ხელ და მეორედ რომ შემომეფეთები ხელიდან არ გაგიშვებ :*

  5. Kikito
    6:58 pm on June 18th, 2010

    romeli mari?
    me shemogefete tu mari shemogepeta da me gegone? :D

  6. Kate
    8:52 pm on June 18th, 2010

    აუ მაშინ გამოდის, რომ არასოდეს გაგიცნობ ლაივში. :( (

  7. Kikito
    7:09 am on June 19th, 2010

    ara rato me rom gamicno magistvis kuchashi shemofeteba sul ar aris sachiro, chamoval da daVGEGMOT :*

  8. Hetty
    1:52 pm on July 2nd, 2011

    What a great resucroe this text is.

Leave a Reply: