რამოდენიმ დღის წინ ვიყიდე Darren Rowse-ის და Chris Garrett-ის წიგნი პროფესიონალურ ბლოგინგზე – „Problogger”.
ძალიან საინტერესო წიგნი აღმოჩნდა და უამრავი რამ გავიგე რაც არ ვიცოდი, ხოლო რაც ვიცოდი იმაზე უკეთ
დავაზუსტე ინფორმაცია. ამ წიგნში დეტალურად არის აღწერილი ბლოგის შექმნის მეთოდები და შექმნილი ბლოგის გაუმჯობესობის და სასარგებლოდ გამოყენების ხერხები.
რათქმაუნდა ერთ პოსტში ვერ ჩავტებ მთლიანი წიგნის აღწერილობას, მაგრამ ვეცდები დავყო რამოდენიმე თავებად და ისეთი თემები დავწერო, რაც საინტერესო და გამოსადეგია.
Darren Rowse-ი და Chris Garrett-ი არიან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბლოგერები, რომლებმაც ბლოგის საშუალებით არა ერთი მილიონი იშოვეს. შექმნეს უამრავი ბლოგი, დააგროვეს გამოცდილება და სურთ გაუზიარონ ყოველივე დამწყებ ბლოგერს.
Darren Rowse ყვება თუ როგორ იწყებდა ის ბლოგინგს და რამდენი წვალება და მოთმინება არის საჭირო, რომ მიაღწიო წარმატებას. მან უამრავი პროექტი წამოიწყო სხვა ბლოგერებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო b5media, სადაც მან გააერთიანა რამოდენიმე ბლოგერი და აინტერესებდა რას მიაღწევს ბლოგი, რომელსაც მართავს რამოდენიმე საკმაოდ გამოცდილი ადამიანი. რამოდენი ხანში ეს ბლოგერების მცირე რაოდენობა გადაიზრადა დიდ გუნდში, რომლებიც ბლოგავდნენ სხვა და სხვა ქვეყნებიდან. 2006 წლისთვის მათი ბლოგი იყო შეფასებული 2 მილიონ დოლარად. და ის უფრო იზრდებოდა და ხდებოდა ნამდვილი მულტიმილიონერული ბიზნესი.
პირველ ნაწილში არის ჩამოყალიბებული, თუ რატომ არის ბლოგი, ნებისმიერ სხვა საიტზე მოთხოვნადი:
კონტენტი – ბლოგები ახლდება ხშირად, ზოგიეთი დღეში რამოდენიმეჯერ (რასაც ვერ იტყვი ქართულ ბლოგებზე). და ეს აძლევს ვიზიტორებს დაბრუნების მიზეზს.
სინდიკაცია – ბლოგების დათვალიერება არის შესაძლებელი ყველანაირი ბრაუზერით,როგორც ნებისმიერი საიტის, მაგრამ ბლოგები აძლევენ მკითხველებს feed-ის გამოწერის საშუალებას და მათი კითხვა შესაძლებელია ბლოგში შემოუსვლელად, თუმცა ამას თავის უარყოფითი მხარეც აქვს, რადგან ეს მოქმედებს ვიზიტორების სტატისტიკაზე, მკითხველი რომელიც კითხულობს თქვენ პოსტს მაგალიატად Google Reader-ის საშუალებით, არ დაფიქსრდება ვიზიტორებში, ასეთი ადამიანი კი შეიძლება უამრავი იყოს.
დიალოგი – ბლოგის სტილი აბსოლიტურად განსხვვდება სვხა საიტებისგან, რადგან ნებისმიერი პოსტი არის მიმართული აუდიტორიაზე და ხდება ერთგვარი დიალოგი, რომელიც ვიზიორს კომენტარის დატოვების სურვილს უჩენს ან სხვა ბლოგერს საპასუხო პოსტის დაწერის სურვილს.
საინტერესო საიტი Technorati, აქ შეგიძლიათ ნახოთ ბლოგების TOP-100 და უამრავი საინეტეროსო ბლოგებს წააწყდეთ, ამ საიტს იყენებენ ბევრ დანიშნულებით, მაგალითად იმისთვის რომ ნახონ, ვინ წერს მათზე თავის ბლოგებში, მაგრამ ის მხოლოდ ინგლისურ ენოვან ბლოგებს ადგებათ. ჩვენ გამოყენება თუ არა კითხვა ხო მაინც შეგვიძლია.
ყველა თავის ბოლოს არის დავალება:
თუ გაინტერეებთ გაიგოთ რა ხდის ბლოგს საინტერესოს და მიმზიდველს, შედით და მოინახულეთ თქვენი აზრით კარგი ბლოგი და გაეცით კითხვებს პასუხი:
- რა მოგწონთ ამ ბლოგში?
- რა არ მოგწონთ?
- როგორ კონტენტს გთავაზობთ ბლოგერი?
- რამდენად განახლებადია ?
- რა საშუალებებია მკითხველთან ურთიერთობისთვის?
და უბრალოდ გააკეთეთ მასზე უკეთესად და არ დაგავიწყდეთ, რომ წარმატებულ ბლოგს დრო სჭირდება და მოდუნება არ უყვარს !!!

6 Jul




9:29 am on July 6th, 2010
მშვენიერი შენაძენია!
9:34 am on July 6th, 2010
“ნახლდება” არა, ახლდება.
ნ – “გან”-თავსართისაა.
9:40 am on July 6th, 2010
მადლობა ნატოშ, ამაზე პოსტიც ვიპოვე
)))
http://menaki.wordpress.com/2009/11/19/%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1/
10:13 am on July 6th, 2010
მგონი პირდაპირ განახლდება უნდა იყოს – ახლდება შინაარსობრივად ცოტა სხვა რამეა
10:20 am on July 6th, 2010
ხო წინადადებაში ცუდად ჟღერს და უბრალოდ განახლებადი დავწერე, ასე უკეთესია მგონი
4:54 pm on July 6th, 2010
წიგნი არ ვიცი მაგრამ თავად ბლოგი კარგია ნამდვილად.
10:41 am on July 7th, 2010
საინტერესო წიგნი ჩანს –
რთულია სხვისი წარმატების ფორმულები მოირგო , მაგრამ კარგია შენი წარმატების გზაზე დასახმარებლად
10:31 pm on August 2nd, 2010
[...] ჩემი პრობლოგერის წიგნის კითხვის შემდეგ, უამრავი იდეა [...]