twitter
rss

როცა ადამიანი პირველად იგებს სიტყვა „ბლოგს“, უჩნდება კითხვა: რა არის ბლოგი?

ნახულობს ბლოგს და ისევ უჩნდება კითხვა: რისთვის სჭირდებათ ეს ბლოგი? და აი აქ უამრავი მოსაზრებაა და უამრავი მიზეზი.

ზოგი პირადი დღიურივით ქმნის, ან გამიზნულად და თავიდანვე თემატურ მიმართულებას აძლევს და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხდება შემდგომში მისი შემოსავლის წყარო.

ამან მე დამაინტერესა და ინტერნეტში დავიწყე პოპულარული ბლოგერების ძიება და მათი ბლოგის შემოსავლის გარკვევა, ისევ საძიებო სისტემით რათქმაუნდა. და აღმოვაჩნე, რომ პოპულარული ბლოგერი = ყველაზე მდიდარ ბლოგერს.

და აი ფაქტებიც:

სტატისტიკურად ყველაზე მდიდარ ბოგერად ითვლება:

  • Steve Pavlina, რომლის ბლოგსაც ჰქვია „პერსონალური განვიტარება ჭკვიანი ხალხისთვის“.

Steve Pavlina არის ახალგაზრდა ბიზნესმენი და მწერალი, რომელმაც დაწერა უამრავი წიგნი თვითგანვითარებაზე და ბლოგზეც ზუსტად ამ თემაზე წერს, ცხოვრების აზრზე, თავისუფლებაზე.

და მისი ბლოგის ღირებულება შეადგენს -

$5 475 000.

  • COOLEST-GADJETSამ ბლოგს მართავს რამოდენიმე ადამიანი და ისინი ძირითადად წერენ სასაცილო ნივთებზე, როგორიცაა მაგალითად გასაბერი კრესლო, ქალის მკერდის ფორმით და უამრავი რამის ნახვა შეიძლება მაგათთან.

მათი ბლოგის ღირებულება შეადგენს:  $2 308 000

  • John Chow – ეს ადამიანი წერს, თუ როგორ უნდა იშოვოს ადამიანმა ფული ინტერნეტის საშუალებით.

და მისი ბლოგის ღირებულება შეადგენს:

$ 2 106 000

  • Career Ramblings – ეს კი წერს კარიერულ წინსვლაზე და მისი ბლოგის ღირებულება შეადგენს:  $1 866 00
  • Problogger – უმეტესობამ იცით მგონი ამ ბლოგის არსებობაზე და ეს ადამიანი წერს თემაზე თუ „ როგორ უნდა  იშოვოთ ფული ბლოგის მეშვეობით“.

და მისი ბლოგის ღირებულება შეადგენს: $ 1 800 000

  • Shoe Money – აქ ძირიტადი თემა ისევ ფულია და მისი სწორად გამოყენება.

ბლოგის ღირებულება: $1 800 000

  • Tyler Cruz - “ინტერნეტ ბიზნესმენის მოგზაურობა’’

ბლოგის ღირებულება: $1 397 000

ღირებულება: $ 1 178 000

  • Connected Internet აქ წერენე თექნოლოგიურ სიახლეებზე, თამაშებზე, მობილურებზე და ა.შ.

ღირებულება: $ 1 155 000

საქართველოში რათქმაუნდა ასეთ თანხებზე ვერავინ იოცნებებს ბლოგიდან, რადგან ძალიან გასანვითარებელია ეს ყველაფერი, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება და იქნებ მომავალში რომელიმე ქართულ ბლოგმა მაინც დაიმკვიდროს ადგილი პირველ ათეულში და ეს მე ვიყო !!! არა ვხუმრობ, მე არამგონია ეგ ვიყო, ამ პატარა ბლოგსფეროში ვიბრძვი ჯერ და ხან ვნებდები და იქამდე ხო საერთოდ, გზა გრძელია . : )))


date24 Jun

9 Responses to “პოპულარული ბლოგერი = ყველაზე მდიდარ ბლოგერს”

  1. ჩორვენი
    10:29 pm on June 24th, 2010

    kargia rom aketeb ragacas da es milionebshi gamoisaxeba :D

  2. Agasfer
    10:32 pm on June 24th, 2010

    მე დღეს მივხვდი, რომ რაც მეტს იფიქრებ ბლოგის პოპულარიზაციაზე, მით უინტერესო გახდები.
    დღეიდან აღარ ვფიქრობ :)

    პ.ს. ალბათ მეათედ ვამბობ, მაგრამ რამდენჯერაც აქ შემოვდივარ, სულ მინდა ვთქვა, როგორ მომწონს შენი ბლოგი. ზოგადად მაქსიმალურად სადა თემფლითები მომწონს, მაგრამ ეს სხვანაირია :) )
    პ.პ.ს. სად ნახე, თუ საიდუმლო არაა :D
    გუგლში გადააწყდი? :) )

  3. Agasfer
    10:33 pm on June 24th, 2010

    ხო, არა, რა, ფანი ვარ..
    კომენტარებიც რა კარგადაა

  4. Kikito
    10:37 pm on June 24th, 2010

    AGASFER
    madloba, ici rogor mixaria magas rom meubnebian :) )), dizaini romeligac saitze vnaxe da mere gadavakete uamravi ram, cota sxvanairi iko, headeric sxvanairi hkonda :) )

    martla masea, roca sul ar managvlebdnen vizitorebi, ufro metni ikvnen mgoni, vidre exla :) )

    da tan es popularoba shemtxvevitia tu ragac, ai amat magalitze, zogi ubralod sxvis gamoshvebebze wers da magiti shoulobs milionebs :) )

  5. Agasfer
    10:53 pm on June 24th, 2010

    კი, ნამდვილად შემთხვევითია..
    უფრო სწორად, როცა გულით წერ და წერ არა იმიტომ, რომ ბლოგზე ახალი პოსტი უნდა დაიდოს, სხვანაირად წერ..
    (მთლად ასე არ ვარ, მაგალითად არ გამოვდგები :დ თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს ცუდია)
    მასე ვწერდი ადრე და მაშინ წერდნენ ჩემს ბლოგზეც :D საიდანაც შედარებით მეტმა გაიგო მისი არსებობა :D
    მანამდე ჩორვენის მეტმა მგონი არავინ იცოდა :D
    ხოდა, რა ვიცი, რას გაიგებ :) )

  6. ბაჩო
    2:17 am on June 25th, 2010

    გუშინ და დღეს ქართველი პოპულარული ბლოგერები კვარიათში არიან მიწვეულები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ. ეტყობა რაღაც არის ამაში :)
    კიკი, მე შენი ბლოგი მომწონს, ხომ გახსოვს თავიდან ბოლომდე გადავიკითხე ;)
    ისე მე მგონია რომ მედია-მენეჯმენტი უნდა იცოდე ადამიანმა და მერე იქედან გამოწურავ $-ებს

  7. Ika lekveishvili
    10:54 am on July 2nd, 2010

    კაია :) მარა პოპულარობისთვის უკეთესია, ინგლისურენოვანი ბლოგები გვქონდეს, რო უცხოელებმაც შეძლონ წაკითხვა :D

  8. Moxetiale
    12:24 pm on July 2nd, 2010

    ხო, ინგლისურენოვანი ბლოგები ბევრს აკეთებენ, თუ ჭკვიანურად დაგეგმავ და ზუსტად შეარჩევ ნაკლებადკონკურენტულ ნიშას.

    საქართველოში კი მოწინავე პოზიციების დაკავება ბლოგსფეროში გაცილებით ადვილია, იგივე შენც გაქვს დიდი შანსი, მშვენიერი ბლოგის პატრონი ხარ, მაგრამ თუ პოპულარობა გინდა, სასურველია გამოცვალო დომენი (რამე უფრო მოკლე და ადვილადდასამახსოვრებელი აჯობებს) და ხშირად განაახლო ხოლმე ბლოგი, არაპირადული, საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციით – აბა შენ იცი, წარმატებებს გისურვებ!..

  9. Kikito
    8:34 pm on July 4th, 2010

    MOXETIALE
    madloba rchevebistvis, magram tu popularul blogerobis survili gamichnda, es blogi ar ikneba ratmaunda, amistvis sul sxva blogs gavaketeb (ideebi bevri maqvs), es blogi ki rogorc piradi dgiuri yoveltvis ikneba, is periodi gaviare rodesac dzaan piradul temebze vsaubrobdi, exla ki imas vwer rac ubralod mainteresebs da vfikrob rom daainteresebs sxvasac :)

Leave a Reply: