მორიგ უსაქმურობის დროს, როდესაც დავძვრებოდი Youtube-ზე აღმოვაჩინე ძალიან ნიჭიერი და მხიარული Mystery Guitar Man-ი. არ ვიცი აქამდე რატომ არ მქონდა მისი ვიდეოები ნანახი, რადგან საკმაოდ დიდი ხანია Youtube-ის ვარსკვლავია.
Joe Penna, იგივე Mystery Guitar Man ბრაზილიელი მუსიკოსი, გიტარისტი, ანიმატორი და filmmaker-ia. პირველი ვიდეო ატვირთა 2006 წელს და საკმაოდ გაითქვა სახელი. მისი ერთ-ერთი ვიდეო 2009 წლის თებერვალში Youtube-მა მთავარ გვერდზე განათავსა. მის ვიდეობს მილიონობით ნახვები აქვთ და ასევე მილიონობით ადამიანი ადევნეს და ელოდება მის მორიგ განახლებებს.
რომ ნახავთ ვიდეოებს, აღარ გაგიკვირდებათ, თუ რით დაიმსახურა მან ასეთი პოპულარობა.
ძალიან მხიარული და ლამაზი ვიდეოებია, არაჩვეულებრივი ტექნიკური ნამუშევარი და მოკლედ თვითონ Joe Penna-ც ძალიან საყვარელია (და სხვათშორის ექიმია) და მაგრად უხდება სათვალე, რადგან თავიდან რომ ვნახე მისი ვიდეოები სათვალით სულ სხვანაირი მეგონა და მერე რომ მოიხსნა სხვანაირი აღმოჩნდა, მაგრამ ისეთი პოზიტიური განწყობა გადმოდის, რომ მაინც ძალიან მომწონს.:))))
მან დაიწყო თანამშრომლობა Rhett and Link-თან და ყველა ვიდეოში აცვია მათი მაიკები.
ასევე მისი სპონსორი Nexus One Google Phone და აი ვიდეოც.
შეგიძლიათ დაუკრათ მასთან ერთად ))
ასევე მას უამრავი ადამიანი ეხმარება ვიდეოს გადაღებაში, მონტაჯში და ახალი იდეების მოპოვებაში.
რაც ყველაზე მაგრად მომეწონა ეს არის მისი საიდუმლო ვიდეოები, ანუ ერთ ვიდეოში ის გაძლევთ ბმულს და ბოლო 6 ციფრი უნდა გამოიცნოთ თქვენით, ამისთვის უნდა ნახოთ მისი შემოთავაზებული 6 ვიდეო, სადაც თითო ციფრს აღმოაჩენთ და შემდეგ ნახავთ საიდუმლო ვიდეოს:
და თუ მოგეწონათ Mystery Guitar Man-ი შეგიძლიათ აედევნოთ:


19 Jul





















