twitter
rss

მე როგორც კინოების დიდი მოყვარული, მაგათ ყურებას თავს არ ვანებებ, ამ ბოლო დროს რამოდენიმე კინოს ვუყურე, სადაც დიდი აქცენტი იყო გაკეთებული ბლოგერობაზე, ეტყობა ისე შემოვიდა საზოგადოებაში ბლოგინგი, რომ ეხლა ყველა კინოში ყველას აუცილებლად ბლოგი ექნება :) ))).

გუშინ ვუყურე კინოს “Motherhood“, ძალიან მომეწონა, ბლოგერი დედიკოს ამბავია, რომლის კისერზეც უამრავი საქმეა და როგორ უმკლავდება ის ამ ყველაფერს თან ამ დროს ბლოგერობს, ამ კინოს მერე აღარავინ მკითხავს იმედია ამდენ საქმე თუ გაქვს აქ ყოფნას როგორ ასწრებო, აი როგორ, უყურეთ და ნახავთ, თუმცა მე მაგდენი საქმე მაინც არ მაქვს :) ).

და კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა, მე მაგალითად ძალიან მიყვარს სურათები და სულ საინტერესო და ლამაზი სურათის ძიებაში ვარ, ამ ყველაფრის მერე კომპიუტერი გატენილია სურატებით, რომლებიც საბოლოოდ არ მჭირდება, ხოდა ამ სურათების თვალიერებაში აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო საიტი: deviantart, რომელიც ძალიან გავს flickr-ს, მაგრამ flickr-ი საერთოდ არ მომწონს, აქ ინტერფეისიც ძალიან ლამაზია, ქმნით  თქვენ აქაუნთს ამატებთ თქვენ საყვარელ სურათებს, ან სხვისი დაგდებული სურათებს აფავორიტებთ, შესაბამისად ყველაფერი გექნებათ და არც თქვენი კომპიუტერი დანაგვიანდება ზედმეტი ნაგვისგან :) ). აქ შეგიძლიათ დააკოპიროთ სურათები, თან ნებისმიერ ზომაში, დააშეიროთ თვითერზე და ფეისბუქზეც, შეგიძლიათ დაიმატოტ მეგობრები, შექმნათ პატარა ბოლოგივით, უშუალოდ სურათებზე, გააფორმოთ თქვენი გევრდი და კიდევ უმარვაი რამ, მოკლედ ძალიან მომეწონა და თქვენ გაგიზიარეთ. :)

თუ დარეგისტრირდებით აგერ მეც და დამამატეთ: http://kikitooo.deviantart.com/

date28 Jan

3 Responses to “Motherhood & deviantart”

  1. Sophie Golden
    6:09 pm on January 31st, 2010

    ამ ფილმმა დამაინტერესა. ბლოგერი დედა უმა თურმანი, gotta see one day;

  2. Kate
    8:14 pm on February 1st, 2010

    დავინტერესდი ამ ფილმით.

  3. თაა
    12:24 pm on February 5th, 2010

    გუშინ ვუყურე კინოს "Motherhood", ძალიან მომეწონა, ბლოგერი დედიკოს ამბავია, რომლის კისერზეც უამრავი საქმეა და როგორ უმკლავდება ის ამ ყველაფერს თან ამ დროს ბლოგერობს, ამ კინოს მერე აღარავინ მკითხავს იმედია ამდენ საქმე თუ გაქვს აქ ყოფნას როგორ ასწრებო, აი როგორ, უყურეთ და ნახავთ, თუმცა მე მაგდენი საქმე მაინც არ მაქვს :) ).

    Chemze kopila :)
    me damikomentara vigacam, vikikos temashi mag filmze
    vukureb aucileblad

Leave a Reply: