twitter
rss

ჩამოვედი მოსკოვში, ძალიან მომენატრა თურმე აქაური გარემო და დედაჩემი.
თბილისური დეპრესიები თბილისში დარჩა და აქ მეორე სუნთქვა გამეხსნა, ჩემი გეგმების ჩამონათვალი ისევ გავსებულია და ყველაფერი უნდა მოვასწრო თბილისში დაბრუნებამდე, ვბრუნდები ოქტომბერში.
ძალიან მიყვარს როცა მაქვს განსაზღვრული დრო, ადრეც ვიძახდი როცა გავიგე რომ უნივერსიტეტში 5 წელი უნდა მესწავლა, მირჩევნია ათი 6 თვიანი კურსი გავიარო ვიდრე ვიცოდე რომ წინ 5 წელი მელოდებათქო, არ მიყვარს დიდ დროზე გადაწელვა, როცა პატარა მონაკვეთი მაქვს საქმეებისთვის, უფრო ხალისიანად და ოპერატიულად ვაკეთებ ყველაფერს.
Sex and The City-ს პრემიერა 3 ივნის არის აქ, ანუ უფრო ადრე ვიდრე თბილისში და ძალიან მინდა 3ში წავიდე და მერე უზარმაზარი პოსტი გამოვაცხო.
ეხლა ჯერ სახლიდან შორს ვერ გავდივარ, საბუტები მაქვს ჩაბარებული გამოსაცვლელად და დროებითიდ არ მინდა სიარული.
4 დღეა რაც აქ ვარ და ჩემები მენატრებიან უკვე, ძალიან მიჭირს მეგობრების გარეშე ყოფნა :( .
რაც მომწონს მოსკოვში ეს არის ის რომ ყველას ერთმანეთი ფეხებზე ჰკიდია, ადრე ,მაღიზიანებდა ეს ფაქტორი, ვიძახდი ქუჩაში რომ წაიქცე არავინ არ მოვა და არ დაგეხმარებათქო, მაგრამ ეხლა ეს მომწონს, იმდონემდე მომბეზდა ქართველი მეზობლების ცხვირის ჩაყოფები ჩემს ცხოვრებაში, რომ ეხლა სიამოვნებას ვღებულობ რუსების ორგულობისგან. :) )

date1 Jun

7 Responses to “Moscow”

  1. Clown^^
    7:45 pm on June 1st, 2010

    კარგია კარგად რომ გრძნობ თავს ^_^

    მაგრამ მოსკოვი რაღაც შავ-თეთრი ქალაქი მგონია :შ

  2. ჩორვენი
    11:02 pm on June 1st, 2010

    მე ძალიან მიყვარს მოსკოვი მართალი ბოლოს მანდ 1994 წელს ვიყავი მაგრამ მაინც

  3. ბაჩო
    3:23 am on June 2nd, 2010

    შენ სადაც გინდა იყავი, ოღონდ ვიცოდე რომ კარგად ხარ ;)

  4. მწარე
    5:39 am on June 2nd, 2010

    კარგია, რომ დეპრესიები თბილისში დატოვე! უდაჩი! :)

  5. Kikito
    6:34 am on June 2nd, 2010

    CLOWN
    გააჩნია რა კუთხით შეხედავ, ძალიან ნუ აყვები პოლიტიკას და ყველაფერი ფერადი მოგეჩვენება ;)

  6. tbiliseli
    8:10 am on June 3rd, 2010

    კარგია მოგზაურობა! :)
    გადაიღე ბევრი სურათი, ახალი რა ხდება მოსკოვში, საინტერესო რა კეთდება და ა.შ.
    გელი :)

  7. Tabeo
    9:35 pm on February 14th, 2011

    კარგია მოგზაურობა!
    Russia must be great to visit!
    Always wanted to go for a ride with the Trans-Siberian railway!

Leave a Reply: