ყველა მუსიკოს ყავს თავის რჩეული მუსიკოსი, კერპი თუ ასე შეიძლება დავარქვათ ამ სიყვარულს, ჩემთვის ჯერ მუსიკოსის წოდება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან უამრავი რამ მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი ამ დარგში, რამოდენიმე წლის ფროფესიული პრაქტიკის შემდეგ, შეიძლება მივცე თავს უფლება მერქვას მუსიკოსი, ხოლო ჯერ კი საშუალო დონის მოყვარული ვარ, თუმცა აქამდე მისვლას რამოდენიმე წელი დასჭირდა, მაგრამ აქამდე დიდი ინტუზიაზმით აღჭურვილი არ ვიყავი, ეს მუსიკის მუზა ბოლო ორი წლის განმავლობაში მომივიდა, არადა 6 წლიდან ვარ ამ სფეროში, ერთი ინსტრუმენტიდან მეორეზე გადასვლის შემდეგ, ვიპოვე ის რასაც ვეძებდი, ის ინსტრუმენტი რომელზე დაკვრა მაინტერესებს, სიამოვნებას მანიჭებს და სურვილს მიჩენს გავიღრმავო ცოდნა, ეს არის ბასს გიტარა, თუმცა ეს სიყვარული ბას გიტარის მიმართ ეგრევე არ მოსულა. საშინლად არ მივესალმები იმ აზრს როცა ამბობენ კარგი ბას გიტრისტი, არ შემდგარი გიტარისტი არისო, რადგან აკუსტიკურ გიტარაზე მეტ სიამოვნებას ბასი მანიჭებს.
ხოლო ჩემი კერპი, მართალია არ მიყავრს ეს სიტყვა, ან უბრალოდ ადამიანი რომლის
პროფესიულ სვლას, მიღწევებს და კომპოზიციებს ვცემ პატივს არის მარკუს მილერი.ეს მუსიკოსი, კერძოდ ბას გიტარისტი, ბავშობიდან ჯაზმენებთან იზრდებოდა, უმრავ რამეს სწავლობდა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს მუსიკოსისთვის.
„ჩემი ბავშობის მასწავლებლები მეუბნებოდნენ, რომ ცხოვრებაში ალალი უნდა იყო საკუთარ თავთან და იმ საქმესთან რასაც აკეთებ, ასეთ ხალხს პრობლემები არასოდეს არ აქვთო“– ამბობს მარკუს მილერი.
მუსიკა იმდონემდე მნიშვნელოვანი რამ არის ამ ადამიანისთვის, რომ ამის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია, და ვისაც აქვს გასინჯული სცენის, კონცერტების, აპლოდისმენტების და წარმატებების გემო, ის ვეღარასოდეს იტყვის უარს ამ ყველაფერზე, და ეს გახდება მისი ცხოვრების მიზანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ზუსტად ამ მუსიკოსის შესრულება, ინტერვიუები და ახალი კომპოზიციები მიქმნიან წარმატების ხალისს.
დღეს დღეობით ნებისმიერი კომპოზიცია რომ გახდეს მოსმენადი და პოპულარული, უნდა შეირწყას ერთმანეთში ძველი და ახალი სტილი, კლასიკა და როკი, ჯაზი და როკი, უამრავი შერწყმა არის შესაძლებელი და რაც უფრო უცანური და შეუსაბამებელი ჯანრებია მით უფრო საინტერესო და მოთხოვნადი ხდება საზოგადოებაში, ეს არ არის ისეთი მუსიკა რომელსაც ერთხელ მოუსმენ და მეორეჯერ მობეზრებული გექნება, ეს არის მუსიკა, რომელიც ყოველი მოსმენის დროს ახალ ნიუანსებს აღმოგაჩენინებს და სულ უფრო მიგახვედრებს რის გადმოცემას ცდილობდა კომპოზიტორი, ან თუნდაც შენი ფანტაზიის ნაყოფი იმუშავბეს და შენთვითონ შეთხზავ საკუთარ ისტორიას.
აფრიკაში არის ტრადიცია, რომელიც შენარჩუნებულია დღემდე, ამ ტრადიციის მიხედვით აფრიკის მოსახლეობა სწავლობს ცხოვრების წარმართვას ადამიანისგან რომელიც კითხულობს რეპს, წერს საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე სიტყვებს, რომელსაც მერე კითხულობს და ხალხი ამაში ეძებს ჭეშმარიტებას. ეს მოვაყოლე იმაზე რომ ყველა ჟანრს აქვს თავის ისტორია და კარგი მხარე, თუმცა საქართველოში ამას ბევრი არ უყურებს კარგი თვალით და ეს ალბათ ჩევნი რეპერების დამსახურებაა, დიდი რეპის მოყვარული არც მე ვარ და ამაზე ბევრს აღარ დავწერ.
ამ თემაზე შემიძლია ძალიან ბევრი ვიმსჯელო და უამრავი ახალი რამ მოვყვე, მაგრამ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს პოსტი, მინდა დავამთავრო იმით რომ ზუსტად მარკუს მილერი ცდილობს უამრავი ჯანრის შერწყმას, თავის ბენდთან ერთად და ეს არაჩვეულებრივად გამოსდის, იუთუბზე შეგიძლიათ უამრავი ჩანაწერი ნახოთ ამ მუსიკოსის, მაგრამ დავდებ ერთ ჩემს ყველაზე საყვარელ კომპოზიციას, რომელიც არის მთავრის სონატა მარკუს მილერის ინტერპრეტაციით გაკეთებული.
მოუსმინეთ და შეაფასეთ !!!

25 Feb




9:06 pm on February 25th, 2010
მომილოცავს პირველი პოსტი . ყველა მუსიკოსს ხელოვანს თავის მუზა უნდა ყავდეს ვისი კარიერაც სტიმულს უნდა აძლევდეს და შემოქმედება პროფესიულ ზრდაში ეხმარებოდეს. მიხარია რომ შენც გყავს ასეთი მარკუს მილლერის სახით.