Feed-ებს ვერაფერი ვუშვველე ამიტომ პოსტვის ხალისიც მეკარგება რატომღაც, იგივეა თითქოს არეულ ოთახში ისვენებ, რასაც ვერ ვიტან და უბრალოდ არ მასვენებს მაგ დროს გარემო, ეხლაც ასე ვარ ზუსტად.
მეგონა სანამ სწავლას არ დავამთავრებდი არსად წავიდოდი, მაგრამ ჩემების დაჟინებულმა თხოვნამ მაინც თავისი გაიტანა და კონცერტის მერე რომელიც 3 ივნის გვექნება (მაგაზე მერე დავწერ დაწვრილებით) ავბარგდები და წავბარგდები მოსკოვში,ნოემბრამდე იქ ვიქნები, მაგრამ საშინლად არ მინდა სახლში ჯდომა, რადგან შარშან თუ უკვე შარშან წინ სულ სახლში ვიჯექი და არ მახსენდება ის პერიოდი კარგად.
მინდა ჩემი გეგმების რომელიმე ნაწილი მაინც შევასრულო და კურსებზე შევიდე ან უბრალოდ რამე ახალი ვისწავლო, თუმცა ჯერ არ ვიცი რა, მაქვს რამოდენიმე ვარიანტი:
- საბუღალტრო კურსები
- იოგა
- ტენისი
- იტალიური (დაწყებითი 3 თვიანი კურსებია ზუსტად იქ და მოვასწრებ)
- HTML/CSS შესწავლა (რაც ძალიან გამომადგება შემდგომში ბლოგზე)
ჯერ–ჯერობით სულ ეს არის, შეიძლება კიდევ რამე იდეა მომივიდეს,
მაგრამ ერთი კი ვიცი რომ ამ ზაფხულს უაზროდ აღარ გავატარებ.
ჩვენი ჯგუფის ამბავი ძალიან კარგად მიდის, ეხლა მალე უკვე არა სხვა ჯგუფების კომპოზიებს, არამედ ჩვენ საკუთარს დავუკრავთ, ყველა ბოლომდე ვიხარჯებით და შედეგიც ნამდვილად არის, მთელი დღის რეპეტიციის მერე ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დასერილი მაქვს თითები, მაგრამ იმხელა სიამოვნებაა ბოლოს ნაწვალები, რომ გამოდის, მაგაზე საუკეთესო შეგრძნება არ არსებობს მგონი.
ადრე სულ რაღაცის ძიებაში ვიყავი და რაც დრო გადის მით უფრო ვსწავლობ სიამოვნების მიღებას იმისგან რაც არის, რათქმაუნდა უფრო მეტის მოთხოვნილებაც დარჩა, უბრალოდ იმხელა აღარ არის რომ გადაფაროს აწმყო და სულ მომავლის ლოდინში გამატარებინოს მთელი ცხოვრება, ერთ დღეს უბრალოდ გამოვფხილზდები და მივხვდები რომ აწმყოს სიყვარული არასოდეს მქონია და უკვე ძალიან გვიანი იქნება, არადა ისე შემაშინა ამ დედამიწის ღერძის გადაწევამ, რომ მაფიქრებინა კიდევაც, იქნებ და სულ ცოტა დარჩა, მე კიდე სულ მომავალზე ვფიქრობ. არადა ეს მომავალი მუდამ იარსებებს, მაგრამ მუდამ არ ვიარსებებ მე.
იმ ხალხის დაფასება ვისწავლე რომლებიც გვერში მყვანან და არა იმათი ვინც მინდა რომ გვერდში იყვნენ, ეხლა მაგდაგვარი არაფერი მინდა, გავიზარდე თუ ვბერდები არ ვიცი მაგრამ უკეთესობისკენ კი წავიდა ჩემი აზროვნება.
როცა გავხდი 20ს სულ ვიძახდი რომ ჯერ რა პატარა ვარ, მე ხომ მთელი ცხოვრება წინ მაქვს და ირონიულად ვუყურებდი ყველაფერს, გავიდა სულ რაღაც ერთი წელი თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ ასე მგონია რომ დრო ისე მისწრებს რომ ვერ ვეწევი და თითქოს ვერაფერს ვასწრებ, არადა ამ დროს უკვე საფუძველი ჩაყრილი უნდა იყოს და შენებას ვიწყებდე, მე კიდე ის საფუძვლის ადგილიც ვერ მომინახია.
მაგრამ მე ხომ გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ, რომელმაც ყველა თავის ოცნება რეალობად უნდა აქციოს, მე ხომ ყველაფრის დანახვას კარგი მხრიდან ვცდილობ, მე ხომ ჭიქას ნახევრად სავსეს ვხედავ, ეხლა აწმყოს სიყვარულიც ვისწავლე,რაც მიყვარდა დავიბრუნე, ვინც მიყვარს გვერდში მყვანან, და იმდენნი არიან რომ ალბათ მეტი არავინ მჭირდება, მაინც ვერ ვეგუები ვერავის და ადრე ამ ფრაზაზე თუ მეცინებოდა, ეხლა სრული სერიოზულობით შევხედე -„Мне не нужна вторая половинка, меня мама целой родила“, არადა მაინც მეცინება…


10 Mar




12:33 am on March 11th, 2010
refresh babe :*
5:34 am on March 11th, 2010
აააა რა მაგარიაა.
)
მადლობა ლად :*:*:*:*:*
ჩემი მაშველი ხარ რა
5:47 am on March 11th, 2010
მმაგარი პოსტი იყო! კარგი, იმის დაფასება რომ ისწავლე, რაც გაქვს! მე ჯერ კიდევ ვერ გავიზარდე ეგრე!
5:39 pm on March 11th, 2010
წარმატებები ^^
ხო არც მე მინდა ზაფხულის უაზროდ გატარება :შ
წინა ზაფხული საშინელება იყო :ხ
7:46 pm on March 11th, 2010
შენ შემოგევლე გოგო
ძალიან მიყვარხარ და ვეღარ ვიცლი მგონი
3 თვე მაგარი გაწამაწია მექნება, მერე შენ მიდიხარ მოსკოვს და წყალში იყრება ბევრი რამე
1:26 pm on March 13th, 2010
აუუ,ახალი დიზაინი რა კარგია,აფსოლუტურად შენია მე მგონი და თან კარგად დალაგებულის შთაბეჭდილებას ტოვებს
2:15 pm on March 13th, 2010
კონცერტი არ გამომაპარო..
ვაიმე, უშველე რამე ამ ფუდებს, თორემ გავაფრენ..
4:32 pm on March 13th, 2010
თამ ფიდები გაოსწორდა აბა თავიდან ჩაწერე ბლოგროლში