მართალია ამ ბოლო დროს ვერიდები პოსტებს, როგორიცაა “მე დღეს უნივერსიტეტში არ წავედი”, ”კბილი დავიპლომბე”, “ქუსლი მომტყდა” და ა.შ., მაგრამ ამ ჯერად უნდა დავწერო.
საქართველოს ბანკის მოყვარული ხომ ისედაც ვიყავი, მაგრამ 9 დეკემბრის საღამოს შემდეგ ჩემი სიყვარული გაორმაგდა. ჯერ იმიტომ რომ ბლოგერებითის მოაწყო არაჩვეულებრივი საღამო, სადაც ბევრი მხიარულება იყო. ზუსტად ამ საღამოს დამსახურებით გავიცანი უამრავი ბლოგერი, რომელებსაც ვიცნობ წლებია, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა ჩვენი შეხვედრა.
იმის მიუხედავად რომ მე არასოდეს არ ვცეკვავ და არ ვმღერი, რამდენიც არ უნდა დავლიო, იმდენი პოზიტივი იყო, რომ რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს იმ ხალხისთვის ვინც დიდი ხანია მიცნობს, ვიმღერე და ძალიან, ძალიან ბევრი დავლიე, თუმცა ეს ბოლო ფაქტი გასაკვირი არ არის. ))))
სულ მცირე დროის წინ დაიწყო საქართველოს ბანკმა ფეისბუქზე აქტივობა, მაგრამ ისეთ გაოგნებულს გვტოვებს თავისი კონკურსებით და ახალი იდეებით, რომ შეუძლებელია ეს შეუმჩნევლად დარჩეს.
მახსოვს თავიდან რომ დავიწყე ბლოგზე აქტივობა, ბლოგინგი ისეთი უმნიშვენელო რამ იყო, თითქმის არავინ არ იცოდა რა არის ბლოგი, რა საჭიროა და რასთან ჭამენ მას. იმასთან შედარებით დღეს-დღეობით ბლოგერებმა ყურადღება მიიქციეს და ეს ძალიან კარგია. იმედია უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამით, რადგან ბლოგინგი ახალი მედიაა და შესაძლებელია მისი სასარგებლოდ გამოყენება.
და რა თქმა უნდა საქართველოს ბანკმა ეს არაჩვეულებრივად მოახერხე.
გვაჩუქა არაჩვეულებრივი საღამო, დადებითი ემოცია და ეს სიმრერა შემაყვარა ^^, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს .

13 Dec




10:52 pm on December 27th, 2010
მაგარი იყო! არა ძალიან ძალიან ძალიან მაგარი! =) კარგად გავერთე, რამდენი დავლიეე =) ამხელა ენერგია თუ მქონდა არ ვიცოდი არცერთი სიმღერა არ გამიმაზია =)