twitter
rss

ძალიან ბანალური კი გამოვიდა, მაგრამ ისე უცებ შემომეწერა, რომ მეთვითონ გამიკვირდა. მეძინა, დამირეკეს, მერე ისევ უნდა გამეგრძელებინა ძილი და უცებ თავში გაჩნდა, თითქოს არ დამსიზმრებია არაფერი, მიზეზი ვერ გავიგე, ასე უცებ რატომ დამარტყა თავში, მაგრამ იყოს ბლოგზე.

როდესაც წვიმა ეცემა მიწას,
მაშინ მიჩნდება სურვილი ერთი,
მოვიდე და გითხრა ის ერთი სიტყვა,
რომელიც მახრჩობს მრავალი წელი.

როდესაც ქარი აშრიალებს ფოთლებს,
გულში ტრიალებს უჟმური სევდა,
რადგან ვხვდები, რომ ვერასოდეს ვიტყვი,
იმ ამბავს, რაც მანაღვლებს ეხლა.

როდესაც ვფიქრობ ამ ზღაპარზე ჩემთვის,
რომელიც დამთავრდა უეცრად, ცუდად,
ვხვდები რომ ვერ იქნებოდა ისეთი,
რომელიც გრძელდება გულებში მუდამ.

ბუნებას ჩვევია სიმკაცრე ველური,
ერთი შეხედვით კი წააგავს ნაზს,
გაბრაზებული და წარბ შეკრული,
გადაუსმევს ცხოვრებას ხაზს.

როგორც წიგნი იყოფა თავებათ,
ისე ცხოვრება იყოფა წამებად.
ეს ოხერი დრო კი უცნაურია,
აქრობს ყველაფერს, რაც უბედურია.

გადის დრო და წარსული ქრება,
რჩება როგორც სევდიანი მოგონება,
ამ სევდას კი უძლებს გული,
და თან რჩება მომავლის სიყვარული.

date26 Jun

6 Responses to “არ ვიცი რაა დავარქვა…”

  1. ბაჩო
    5:10 pm on June 26th, 2010

    ბუნებას სჩვევია სიმკაცრე ველური,
    ერთი შეხედვით კი წააგავს ნაზს,
    გაბრაზებული და წარბ შეკრული,
    გადაუსმევს ცხოვრებას ხაზს.
    მგონი ასე უკეთ იკითხება
    როდიდან დაიწყე ლექსების წერა?
    და ისე მგონია რომ, ნაცნობ თემას შეეხე :(

  2. ბაჩო
    5:12 pm on June 26th, 2010

    ბუნებას ჩვევია სიმკაცრე ველური,
    ერთი შეხედვით კი წააგავს ნაზს,
    გაბრაზებული და შუბლშეკრული,
    რომ გადაუსმევს ცხოვრებას ხაზს.

    რად არ დაწერა არ ვიცი :(

  3. Kikito
    6:09 pm on June 26th, 2010

    memgoni ertnairad ikitxeba orive, an me vkitxulob chemeburad, madloba :)

  4. Tbiliseli
    7:01 pm on June 26th, 2010

    kargia ! :)

  5. ვასასი
    5:23 am on July 2nd, 2010
  6. Clown
    8:15 pm on July 4th, 2010

    ^_^

Leave a Reply: