twitter
rss

მინდა მოგიყვეთ ერთ–ერთ სენზე, რომელიც არის ანორექსია, მთელი დედამიწა ისე არის გატაცებული ამ საშინელი დაავადებით, რომელსაც თავიანთ თავში ძალით იწვევენ, რომ აღარვინ ფიქრობს სწორ კვებაზე, არც დიეტებზე ან თუნდაც ვარჯიშზე, 21 საუკუნეში თუ ვინმეს მოუნდება გახდომა ხდება ანორექსიკი.

ეხლა აგიხსნით ჩემი სიტყვებით რას ნიშნავს ანორექსია, თუმცა დარწმუნებული ვარ უმეტესობამ იცით ამის შესახებ. ეს არის ჩემი აზრით ფსიქოლოგიური დაავადება, როდესაც ხალხი იწვევს თავიანთ თავში ზიზღის გრძნობას საკვების მიმართ. და აკეთებენ ამას უშუალოდ დაკლების მიზნით, არის ხალხის კატეგორია რომელშიც ეს დაავადება თავიდანვე დევს, მაგრამ როგორც გადავხედე სტატისტიკას 80 % თავისი ნებით მიდის ამ დაავადების გაჩენამდე. იმდონემდე მომრავლდნენ ანორეკსიკები რომ უკვე ქმნიან თავის ჯგუფებს, სექტებს და ერთმანეთს უზიარებენ ახალ მიღწევებს.

თურმე თუ ადამიანს მოუნდება გახდეს ანორექსიკი, ამასთან მიმავალი რამოდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი:

  • პირველ რიგში ფსიქოლოგიური.  უნდა გამოიწვიონ საკუთარ თავში ზიზღის შეგრძნება საჭმლის მიმართ, იზიზღებენ ცხოველებს, მცენარეებს, ზოგიერთი იზიზღებს ქარხნებს და საერთოდ ყველაფერს საიდანაც შეიძლება წარმოიშვას საკვები. ამუშავებენ თავის ფანტაზის ნაყოფს და მაგალითად წარმოიდგენენ რომ გემრიელ ტორტის ნაჭერი როგორ იქცევა დამპალ და ობიან ობიექტად.
  • უნდა შექმნან საკუთარი დღიური სადაც დაწერენ თუ რისთვის სჭირდებათ მათ ანორეკსია, შემდეგ ჩააკრან იქ სხვა ანორეკსიკების სურათები და შექმნან იდეალი, რომლის ტანადობა იქნება მათთვის მისაბაძი, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში ის ადამიანიც უნდა იყოს ანორეკსიკი, გააღმერთონ თავის იდეალი და გააკეთონ ყველაფერი, რომ გახდნენ ისეთი როგორც ის. და კიდევ ამ პუნკტში შედის ძალიან ბევრი სურათების გაკვრა სახლში, ლოგინთან განსაკუთრებულად, რომ როცა გაიღვიძებენ არ დაავიწყდეთ ვინ არიან ისინი.
  • დასჯა – სჯიან საკუთარ თავს ჭამის გულისთის, მაგალითად ყველაზე აქტუალური სასჯელი არის ჩქმეტა)), ჭამის შემდეგ იწყებენ ხელების დაჩქმეტვას და როცა უკვე სილურჯისგან ადგილი არ რჩებათ, ფსიქოლოგიურად იწყებენ ჭამაზე უარის თქმას.
  • დეპრესია – უნდა იჩხუბონ ყველასთან, იყვნენ უხეშები, რომ სხვებმაც იგივენაირად უპასუხონ, ამის შედეგად ვარდებიან დეპრესიაში და იძახიან ჭამაზე უარს.
  • უნდა ეცადონ კავშირი ჰქონდეთ უშუალოდ ანორეკსიკებთან და ეძებენ ისინი მუდამ, გინდ რეალობაში და გინდ ვირტუალურ სამყაროში.

ეს არის ძირითადი პუნქტები, თუმცა ერთიანობაში იმდენია რომ ამაზე არა ერთი წიგნი დაწერილა. ანორექსიკების ყველაზე კარგი მაგალითები ჰოლივუდში ყავთ:

Kate Moss – ანორექსიკი

Angelina Jolie – ახალბედა ანორექსიკი

Lara Flynn Boyle – არასოდეს ჭამს

Victoria Beckham – სტაჟიანი ანორექსიკი

ერთ–ერთი და Olsen – ანორექსიკი

და კიდევ უამრავის ჩამოთვლა შეიძლება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ანორექსიაში დაარწმუნოთ თავი, რომ თქვენაირი ნებისყოფა არავის აქვს. რომ ანორექსიის დროს თქვენ იქნებით ყველაზე ბედნიერები, ლამაზები და სასურველები, ყველას მოუნდება მოგბაძოთ და იყვნენ თქვენაირები.

ანორექსიკები ჭამენ ფერებით, ანუ ორშაბათს მხოლოდ ყვითელ საკვებს იღებენ, სამშაბათს მხოლოდ თეთრს და ასე შემდეგ, ესეც ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხია და ალბათ გასართობიც. მაგათზე კიდევ უამრავი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ გავჩერდები აქ.

ამიტომ სადმე ქუჩაში თუ შეგხვდათ გაბრაზებული, მყვირალა, თვალებ ჩალურჯებული, ფერგადასული და გამხდარი ადამიანი დალურჯებული ხელებით, უყვირეთ მას, რომ ჩააგდოთ დეპრესიაში, დასცინეთ, რომ აუტყდეს ტირილი, დამიჯერეთ ის ამით მარტო მადლობელი დაგრჩებათ, ის ხომ ანორექსიკია !!!  :D

Хочешь жрать, попей водички! Вот девиз анорексички!

date5 Mar

8 Responses to “ანორექსია – ადვილი გამოსავალი თუ შეშლილთა სენი???”

  1. ანა
    5:36 pm on March 5th, 2010

    ვაიმე, მეგონა ჩემზე წერდი ერთი ეგაა ჯერ ფერებითარ ვერთობი დ აარცჩქმენტა დამიწყია, უბრალოდ წინა დღის ჭამის გამო მეორე დღეს ვშიმშილობ. უნდა ვაღიარო, ჯერ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე და ვერაფრით დავიკელი ისე როგორც მინდა, თუმცა იმედი მაქვს სასურველ წონამდე დავალ და ჩქმენტა და გადასხმების დონეს არ მივაღწევ… :(

  2. Kikito
    7:18 pm on March 5th, 2010

    მაგრამ ხომ ჭამ? ესენი კიდე იქამდე მიდიან რომ საჭმელს იზიზღებენ :)

  3. Cheshire Cat
    8:06 pm on March 5th, 2010

    ანა, ფრთხილად.. “ისე ვერ ვიკლებ როგორც მინდა” პირველი ნაბიჯია. და შეიძლება მაშინ მოხვიდე აზრზე, როდესაც საავადმყოფოში იწვები გადასხმების ქვეშ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დაავადებისას, უმეტესობას ესმის, რომ თავს იკლავს, მაგრამ მზადაა მოკვდეს, ოღონდ “გახდეს”. და რაც ყველაზე ცუდია, ერთის მხრივ უნდათ, რომ “შეეშვან” მაგრამ არ გამოსდით, დეპრესია ეწყებათ, როგორც კი ჭამენ.. არ გინდა, დამიჯერე, არანაირ სიგამხდრედ არ ღირს ეგ.

  4. Tomushka
    9:00 pm on March 5th, 2010

    ანორექსია სამწუხაროდ ძალიან რთული და სერიზზული დაავადებაა რომლის მიზეზიც ძალიან მრავლამხრივია -
    ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, გენეტიკური. შედეგი კი სიკვდილითაც შეიძლება დამთავრდეს. :(
    როგორც წესი თავიდან ახალგაზრდა გოგონებს გარდატეხის ასაკში უჩნდებათ ეგ, და ასეთ გავრცელებას აბრალებენ სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს.

    მკურნალობას რაც შეეხება სამწუხაროდ ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ მანამ სანამ ადამიანი თავად არ აღიარებს რომ ავადაა და დახმარება სჭირდება.

    მერე ხდება მკურნალობა მედიკამენტებით, ფსიქოთერაპიიტ და ბიჰევიორული თერაპიით.

  5. Clown^^
    4:55 am on March 6th, 2010

    საშინელებაა :შ

  6. ბაჩო
    8:40 am on March 6th, 2010

    მდა, ანორექსია საშინელებაა
    მაგრამ არის გამოსავალი ანორექსიის გარეშე დაიკლოს ადამიანმა.
    ანა, შენს გასაგონად ვამბობ განსაკუთრებით, დილით ყავა და სიგარეტი, მერე გვიან ჭამა კუჭის წყლულის “ყიდვის” საუკეთესო საშუალებაა.
    რა უნდა ქნას ადამიანმა რომ წონაში არ მოიმატოს, დაიკლოს და ამ დროს არ იშიმშილ-დიეტოს?
    მარტივია
    1) უნდა ჭამოს ნელა
    2) საჭმელი იმ დონეზე დაღეჭოს, რომ ფაფად იყოს ქცეული
    3) თვინს აცადოს აღქმა, რომ საკვები მიღებულია და აღარ უნდა

    დამიჯერეთ, ჭამის პროცესი და საჭმელი შეგიყვარდებათ და წონას დაასტაბილურებთ

  7. ვასასი
    4:06 pm on March 6th, 2010

    ვაიმე…
    რა საშინელებაა…

    ქმარო/ცოლო, ახლა თავიდან ჩაგამატე, ეტყობა, წორდპრესზე რომ გადმოხვედი, არ მიჩვენებდა განახლებულ პოსტებს..

    მოკლედ, მომწონს დიზაინიც და გე დომენიც..

    მეც მინდა გადასვლა და უნდა ვთხოვო ლანდიშას, თუ დამეხმარება.. :)

  8. თვითგანადგურება ჰოლივუდურად « time is a law
    6:49 pm on April 6th, 2010

    [...] ანორექსიას (ამასთან დაკავშირებით კიკიტოს ძალიან კარგი პოსტი აღმოვაჩინე), რაც საკვების სრულ [...]

Leave a Reply: