twitter
rss

მეგონა ჩემი სენტიმენტალიზმი ბოლომდე მოვიშორე, მაგრამ დღეს დავრწმუნდი რომ არაფერიც არ მეშველა და ისევ ისეთივე დავრჩი როგორიც ვიყავი.

დღეს გული ამიჩუყა ორ მოხუც ცოლ-ქმარმა, არც ისე ასაკოვნები იყვნენ მაგრამ რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ უკვე დიდი შვილები ყავთ, შეიძლება შვილის შვილებიც,  მაგათ არც კარიერაზე აქვთ საფიქრალი, აქვთ უამრავი თავისუფალი დრო და ცხოვრობენ თავისთვის, ერთმაენთს უვლიან და არიან ტკბილად. ისე ძალიან მომეწონნენ რომ თვალს ვერ ვწყვიტავდი, თან ძალიან მოვლილები და ლამაზები იყვნენ, ბებია აშკარად ცოტა პრანჭია იყო და თბილი, ებუზღუნებოდა თავის „ბერიკაცს“ და სულ უსწორებდა ტანსაცმელს. არ ვიცი შეამჩნიეს თუ არა რო ვუყურებდი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. დადიოდნენ და ეძებდნენ ერთმანეთისთვის საჩუქარს, თან ეს ბებია ეუბნებოდა შენ წადი ცალკე მიყიდე და მე ცალკე გიყიდიო. ჩახუტებულები დადიოდნენ და ისე უყურებდნენ ერთმანეთს, რო შეხედავდი იტყოდი აი ამისთვის ღირს ცხოვრებაო.

არადა ესეიგი სადღაც ხომ არსებობს მაგხელა სიყვარული და სითბო, ბევრი წლების განმავლობაში რო განარჩუნებინებს ოჯახს, გაზრდევინებს შვილებს, მერე შვილის შვილებს, და ერთად აწყობთ ყველაფერს, დღევანდელი დღის გადმოსახედიდან უკვე ისეთი დროა რომ მეგონა ასეთი რაღაც  არავის შეეძლო, მაგრამ იმხელა სიყვარულს აფრქვევდნენ, რომ შეუძლებელი იყო ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო, მართლა ძალიან ლამაზი სანახაობაა  და ეგ არის ნამდვილი ცხოვრება, ასეთი მომავლისთვის ღირს ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ ცუდია რომ ყველას არ შეუძია ასე ან არ უმართლებთ ან კიდე უამრავი სიძნელე ხვდებათ წინ და ვერ ლახავენ. მაგრამ ამის სურვილი ყველას რომ აქვს ან გაუჩნდება ასეთი მოხუცებული წყვილის  ნახავის შემდეგ ეჭვი არ მეპარება.

ძალაინ მომინდა ჩემი ბებია და ბაბუა ყოფილიყვნენ ან უბრალოდ ვიცნობდე და მასეთ ხალხთან მქონდეს ურთიერთობა, რომ მეც დავიჯერო ეგეთი რამ მართლა რომ არსებობს და შესაძლებელია.

date27 Feb

5 Responses to “აი რა ფერია ბედნიერება !!!”

  1. Sweet
    12:46 am on February 28th, 2010

    :( ((

    მესაც უნდა :(

  2. gabo
    2:18 am on February 28th, 2010

    ზაფხულში მატარებლით მგზავრობისას ჩემს წინ ორი ასეთი მოხუცი იჯდა 85 წლისები ვართო გამომიტყდნენ ისეთი საყვარლები იყვნენ მთელი გზა ვსაუბრობდით მერე ნაზუჯებით გამიმასპინძლდნენ. მეც მინდა სიყარული ამ ასაკამდე გამყვეს.

  3. Clown^^
    8:14 am on February 28th, 2010

    საყვარლებიიი….

    სურათი არ გადაუღე? :შ

  4. unaamarga
    1:02 pm on February 28th, 2010

    რა კარგია! მეც მიყვარს მასეთი მოხუცი წყვილები!
    ხოდა, ეს დიზაინიც მომწონს! მე ახლა ვნახე.

  5. Agasfer
    3:55 pm on February 28th, 2010

    მმმ..
    გულისსიღრმეში მეც ძალიან სენტიმენტალური ვარ :user:

    p.s. ახალი დიზაინი ძალიან მომეწონა :) )

Leave a Reply: