KIKITOLAND-ი ოცნებებით მოჭედილი ზარდახშაა, წარსული – აწმყო – მომავლის ბუდე, გეგმების – მიზნების – მიღწევების სამყარო, ბლოგი სადაც არ არსებობს შეზღუდვა, გარემო სადაც ყველაფერი შესაძლებელია, ყველა ოცნებობს და ბედნიერია.
ვინ ვარ მე?
ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ჯერ არც მე ვიცი, შეიძლება ითქვას საკუთარი თავის ძიებაში ვარ და ადგილის სადაც ბოლომდე ჩავმწნილდები, თუმცა ასეთი ადგილი შეიძლება არც არსებობს და მუდამ ჩემოდნებზე ვიცხოვრებ. ვარ საშინელი მეოცნებე, თუმცა ხანდახან ვუარყობ მაგას, რადგან რეალობა მაჭყიტავს თვალებში და შეუძლებელია მუდამ ოცნებით ცხოვრება, გადის დრო და ბევრი ოცნება მიზანი ხდება, ბევრს მივაღწიე და უფრო მეტი მისაღწევი მაქვს. ამ ბლოგზეც ვწერ ჩემს ცხოვრებაზე, გეგმებზე და მიზნებზე, და მაგათთან მიმავალ გზაზე, შეიძება ერთ დღეს ისეთი რამე მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ან მე გავაკეთო, რომ ხალხი დაინტერესდეს რითი იწყებოდა ეს ყოველივე, როგორ მიდიოდა ეს კიკიტო ამ მიზნამდე და შემვლენ ჩემს
KIKITOLAND-ში და ყველაფერს ნახავენ

))).
ზედმეტ სახელად მეძახიან კიკიტოს, უმეტესობა ისე შეეჩვია ამას რომ სულ ავიწყდებათ ჩემი ნამდვილი სახელი. კიკიტო ვარ ჯერ სკოლიდან და ამ სახელის მიზეზი იყო ჩემი კიკინები, სულ ყოველთვის კიკინებით დავდიოდი და ჯერ კიკი გავხდი, მერე კიკიტო, და აქიდან წამოვიდა მეოცნებე კიკიტო (Dreamer Kikito)
ამ ბლოგს თუ ადევნებთ თვალყურს აუცილებლად გაიგებთ რა მიყვარს და რითი ვარ გატაცებული, რომ ვარ მომავალი ეკონომისტ-ბანკირი )))), რომ ვუკრავ ბას გიტარაზე და მყავს უკვე ჩემი ჯგუფი, რომელიც იმედი მაქვს დიდ წარმატებას მიაღწევს, რომ მყვანან ტყუპი გოგონები, რომლებსაც ეძღვნებათ ეს ჩემი ბლოგის თემა, როგორ ხედავთ ჰედერზე.
ამ ბლოგზე შეიძლება წააწყდეთ კინო მიმოხილვას, თუ ჩემსმიერ წაკითხული წიგნების სიას ან ცალკეულ პოსტს რომელიმე მოწონებულ წიგნზე, ამოჩემებული სიმღერების ვიდეოებს და სიტყვებს, რომელიმე საყვარელი მუსიკოსის ბიოგრაფიას, მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნის ისტორიას. ან რაიმე მოვლენასთან დაკავშირებულ ჩემ აზრს.
ვცდილობ ბლოგი გავხადო საინტერესო და სასარგებლო არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვა მკითხველისთვის, ბლოგერისთვის, რომელსაც შეიძლება გამოადგეს ჩემი ბლოგი სასარგებლოდ.
ამ ყველფერთან ერთად შეიძლება წააწყდეთ ზედმეტად სენტიმენტალურ პოსტებსაც, განწყობის შესაფერის ჩანაწერებს, ეს ხომ პერსონალური ბლოგია და ვწერ რაც მომინდება იმას.
ხოდა მიყვარხართ ყველა !!! და დიდი მადლობა რომ კითხულობთ ჩემს KIKITOLAND-ს:))