ძალიან მიყვარს კინოები რომლის ყურების შემდეგ რაღაცის გაკეთების სურვილი მიჩნდება
ან უბრალოდ კარგ ხასიათზე მაყენებს,
რომელიც ამ ყველაფერთან ერთად სენტიმენტალურია და სასიამოვნო საყურებელი,
სადაც ჩემი საყვარელი მსახიობები თამაშობენ.
ეს არის 2010 წლის კინოების ჩამონათვალი რომლებსაც ველოდები და აუცილებლად ვუყურებ,
მაშ ასე:
1. Letters to Juliet
ბიზნესმენი ვიქტორი თავის ცოლთან სოფიასთან ერთად მივლინებაში მიდის ვერონაში, მსოფლიოში ყველაზე რომატიკული სიყვარულის ქალაქში – რომეო და ჯულიეტას სიყვარულის. სოფია ვიქტორის გარეშე სცდილობს მოწყინებას თავი გაართვას და შეუერთდება ჯგუფს, როელიც პასუხობს სასიყვარულო გზავნილებს, რომლებიც ვერონაში მსოფლიოს მთელი ქვეყნიდან მოდის. ერთხელაც მას ხელში ჩაუვარდება 1951 წელს გამოგზავნილი წერილი დიდი ბრიტანეთდან, რომელშიც ვინმე კლერ სმიფი წერს თავის უსაზღვრო სიყვარულზე იტალიელის მიმართ, რომელიც მისი ცხოვრებიდან გაუჩინარდა. სოფია უპასუხებს მოხუცებულ ინგლისელს…
2. Remember me
ორი ახალგაზრდას მორიგი სიყვარულის ამბავი, რომლებიც მიხვდებიან თუ როგორი მნიშვნელოვანია სიყვარული ყველას ცხოვრებაში.
3. Dear John
(რომელიც უკვე გადის ჩვენს კინოთეატრებში)ორი კვირა, პირველი სიყვარულის ბედნიერებით და აკრძალული ხილის გემოთი აღსავსე გაატარეს უფროსკლასელმა სავანამ და ჯარისკაცმა ჯონ ტაირიმ, რომელიც სახლში ჩამოვიდა დასვენებებზე. მაგრამ დრო მალე მიდის – ახალგაზრდა საყვარელი იძლებულია ევროპაში დაბრუნდეს სამსახურის გასაგრძელებლად. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ჯონი გადაწყვეტს თავისი სიცოცხლე მიუძღვნას ჯარს, და დაარღვევს პირობას, რომელიც სავანას მისცა, – სახლში დაბრუნდეს და დაქორწინდეს მასზე. გოგონა ჯონს წერილებს წერს, მაგრამ ის უფრო და უფრო იშვიათად ღებულობს მათ…
4. When In Rome
წარმატებული, მაგრამ უიმედოთ მარტოხელა გოგონა – ხელოვნებათმცოდნე ბეტი მიემგზავრება რომში თავისი უმცროსი დის ქორწილში. ტრევის შადრევანში ის ხედავს იშვიათ და ამის გამო ძვირფასს მონეტებს. ბეტი მოიპარავს ამ მონეტებს და ამის შემდეგ გახდება რამოდენიმე მამაკაცის დევნის ობიექტი… რადგან მამაკაცებმა რომლებმაც ჩააგდეს ეს მონეტები შადრევანში, ახლა მასზე შეყვარებულები არიან…
http://www.youtube.com/watch?v=JHS7EyzszeU
5. Valentine’s Day
უამრავი მარტოხელა და შეყვარებული გულების ბედისწერა ლოს–ანჯელესში ერთმანეთს ხვდება ერთადერთი დღის მოლოდინში – ყველა შეყვარებულის დღის – წმინდა ვალენტინის დღის…

12 Mar




4:37 pm on March 12th, 2010
წავედი Valentine’s Day-ს ვუყურო ^^
6:12 pm on March 12th, 2010
Remember me-ს მეც დიდი ინტერესით ველოდები, ტრეილერის მიხედვით, კარგი უნდა იყოს!Valentine’s Day მომეწონა, მთლიანობაში.
1:23 pm on March 13th, 2010
ძვირფას ჯონზე ვიყავი და არ შემიძლია არ ვთქვა რომ ჩვეულებრივ ამერიკულ მელოდრამაზე უფრო კარგია, ტო ესტ,უფრო ემოციური..
8:11 pm on March 13th, 2010
უი, “ჯულიეტას წერილები” მე “ძვირფას ჯონში” ამერია, ორივეში ხო ამანდა სეიფრიდი თამაშობს. საინტერესო ფილმები ჩანს, მაგრამ მსახიობები არ მიზიდავენ
“ვალენტინობის” ქასთს თუ არ ჩავთვლით.
(უი, ახლა ვნახე, რომ შენს ბლოგს ჰქონია პრობლემა, მე კიდევ მიკვირდა, რატომ არ ამოჰქონდა ფიდი ჩემთან. იმედია, მალე გააკეთებ)
3:57 am on March 15th, 2010
ვალენტინი ვნახე, კარგი იყო.
Dear John გუშინ ვნახე და ძალიან მომეწონა. საუნდტრეკები მინდა.
Remember me-ს ველოდები ამჟამად გაფაციცებით.
6:21 am on August 21st, 2010
I would like to exchange links with your site kikitoland.ge
Is this possible?
11:32 pm on August 27th, 2010
sure