twitter
rss

სკოლაში რომ იწყებოდა სასწავლო წელი ეგრევე გვაწერინებდნენ, როგორ გავატარეთ ზაფხული, ალბათ ყველა წერდით. მე ძალიან მიყვარდა ზაფხულზე დაწერა. არდადაგების წინ ყოველთვის ვწერდი სიას, თუ რა უნდა გავაკეთო ზაფხულის განმავლობაში, არდადაგების შემდეგ რომ გადავხედავდი არაფერი არ მქონდა გაკეთებული, იმიტომ რომ ძალიან ვერთობოდი და საქმეებისთვის არ მეცალა. და ვიძახდი, რომ აღარასოდეს დავწერ საზაფხულო გეგმებსთქო. მაგრამ ძველ ჩვევებს ვერ ვეშვები და მაინც ვწერ, თან უფრო მეტს და თან ვფიქრობ, როგორი მრავალფეროვანი ზაფხული მელოდება წინ და რამდენ რამეს გავიგებთქო.

წელსაც ასევე დავწერე ეს გეგმები და მაგიდაზე ხელის დაბრახუნებით ვუბრძანე საკუთარ თავს ყველაფრის შესრულება, მაგრამ ვინ გაცალა?  არ ვიცი გავაკეთებდი თუ არა, მაგრამ მართლა მინდოდა რამოდენიმე პუნქტის შესრულება. ამ ზაფხულმა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა, არა ზაფხულმა კი არა, მოსკოვმა.

პირველი თვე კარგად გავიდა, ჩემი ლეპტოპი ამოღებულიც არ მქონდა ჩანთიდან და დედაჩემის კომპიუტერთან მაქსიმუმ 10 წუთი თუ ვჩერდებოდი. ძალიან ვეჩვევი ნივთებს და ჩემი ლეპტოპი არის ჩემი საკუთრება, აქ დავწერ პოსტებს, კინოსაც ვუყურებ, ფბ-ზე ვიჯდები მთელი დღე და ტოპ ამბების წაკითხვაში გავიყვან დღეს, და ეს მომწონს. სხვის კომპიუტერზე ამ ყველაფერს ვერ ვაკეტებ.  ჯერ გეგმებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაინც ახალი ჩამოსული ვიყავი. კლასელები მოვინახულე, ბევრი ვიარე მაღაზიებში, დაჩაზეც კარგად ვგრძნობდი თავს, თან უკვე გაგებული მქონდა სად და რომელ კურსებზე მივიდოდი. და აქ დაიწყო ყველაფერი, საშინელი სიცხეები, გარეთ ვერავინ გადიოდა, თბილისში 40 გრადუსი უფრო ასატანია ვიდრე მოსკოვში. ეს იყო საშინელება, მითუმეტეს ჩემთვის, იმიტომ რომ ვერ ვიტან სიცხეს. მერე გადაიწვა თითქმის მთელი რუსეთი, მოსკოვში საშინელი ბოლი იდგა, ბოლო 5 დღეა არ არის ბოლი და ამოვისუნთქე. მაგრამ ჩავიკეტე სახლში და ისე გავიდა კიდე ორი თვე, როგორც 2 დღე. დაჩაზე აღარ მივდიოდი და მთელი 3 დღე სახლში მარტო ვიყავი. მერე ვიფიქრე თუ დღისით ვერ გავდივარ გარეთ, ღამე მაინც გავალთქო. ეს კიდევ არაუშავს, შაბათ-კვირას ვერთობოდი კლასელებთან ერთად, საცეკვაოდ დავდიოდით. არ გვანან დაბოღმილ რუსებს, ესენიც ჩემსავით დგანან იმ აზრზე, რომ პოლიტიკაზე ყველაზე ნაკლებად უნდა ილაპარაკონ და ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მიუხედავად ამისა კვირაში 5 დღე სახლში ჯდომა და 2 დღე ისიც ღამე გასვლა – საშინელებაა.

ეს იყო ჩემი ზაფხული, სკოლაში რომ ვიყო წასასვლელი სექტემბერში, ალბათ ძალიან ვინერვიულებდი, იმაზე თუ რა უნდა დამეწერა ჩემ ზაფხულზე. ზაფხულის ბოლომდე კიდევ 2 კვირაზე მეტია, მაგრამ რომ გადავხედე ამინდის პროგნოზს, მომავალი კვირიდან 15 გრადუსამდე დავარდება ტემპერატურა და ალბათ ასეც გაგრძელდება უკვე.

თუმცა მოსკოვში კიდევ 2 თვე მაქვს წინ და იმედია წვიმები და სიგრილე უშველის მოსკოვს და მეც.  და კარგ ზაფხულზე თუ არა, კარგ შემოდგომაზე მაინც დავწერდი სკოლაში რომ ვიყო წასასვლელი…

date15 Aug

3 Responses to “ჩემი “ზაფხული””

  1. dj-guro
    11:31 am on August 16th, 2010

    ტააქს.

    პირველ რიგში იმას გეტყვი რომ კომენტარების ეს სისტემა არ მომწონს. იძულებული გავხდი პოსტში შემოვსულიყავი და მერე გამოვიდა კომენტარის ფანჯარა. არადა ცალკე შეიძლებოდა გამოსულიყო..

    მეორე რიგში რა მაგარია მოსკოვში რომ ხარ, მოსკოვის მეტროს ნახავ. :user:

    დაბოლოს, ძირს პოლიტიკა! მე ვისაც ვიცნობ რუსეთში, ყველა ამბობს რომ ომის დროა ამ გაგანია ზაფხულშიო? :)

  2. Kikito
    12:20 pm on August 16th, 2010

    ეს ვორდპრესის კომენტარების სისტემაა და ყველაზე მოსახერხებელია, იქიდან რაც გამოვიყენე + არ ჭედავს. ეგ ბლოგერზე გამოდის ეგრევე კომენტარების ფანჯარა, აქ მაგისთის სხვა უნდა დააყენო და ისიც რამოდენიმე თვეში გაჭედავს :)

    მოსკოვის მეტროში გავატარე ჩემი ხოვრების ნახევრი)))) და მაგის ნახვა დიდად არ მიხარია ხოლმე, ვერ ვიტან მეტროს :) )

  3. ბაჩო
    4:19 pm on August 17th, 2010

    ისე უცებ გაქრი საქართველოდან, ეგ თუ გეგმებში ეწერა და მაშინ რაღა არ ეწერა იმ გეგმებში? :)
    მოსკოვის მეტრო გამახსენე რომ ჩამოხვალ და მაგარ პრიკოლს მოგიყვები :)

Leave a Reply: