ძალიან სწრაფად გადის დრო..
ისე ყველაზე კარგი რა უნდა გისურვოს ადამიანმა, გარდა საინტერესო ცხოვრებისა? ყველაზე მეტად ეგ მხვდება ყურში დაბადების დღის თუ დღესასწაულის უაზრო მოლოცვა და სურვილებში. საინტერესო ცხოვრება ყველასთვის ალბათ ძალიან განსხვავებული რამ არის, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ისეთი რამეა რაშიც ბევრი არ მეთანხმება. მაგრამ ვის აქვს საინტერესო ცხოვრება ირგვლივ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მგონი არავის, ან მათ მოსწონთ ისეთი რამ რაც ჩემთვის მოსაწყენია, ან ყველა წუწუნებს, რომ რაღაც ახალი უნდა. ამ დროს ყველა ერთნაირად ცხოვრობს. ადამიანები ვერ ბედავენ იმის გაკეთებას რაც უნდათ, აკეთებენ იმას რაც საჭიროა და ძალით იჯერებენ, რომ ეს მათი სურვილი იყო. მერე ცხოვრობენ ამ “სწორი” ცხოვრებით, ერთ დღეს ბეზრდებათ და აღარაფერს აკეთებენ, უბრალოდ დრო გაყავთ და იტანენ თავისივე სურვილების ნანგრევებს. ეს ნანგრევები კი “სწორი” ცხოვრებაა.
ერთი დროს თუ ესმით მათი და ისიც მალე გადის, მერე 50 წლის ასაკში დაჯდებიან გადახედავენ წარსულს და ღრმად ამოისუნთქავენ და გაიფიქრებენ რომ არაფერი არ იყო ისე , როგორც უნდოდათ. მაგრამ სწორი ხომ იყო?! ყველაზე ცუდი ის არის, რომ ესეთი ადამიანები ზიან და გაძლევენ რჩევებს, თან გიბიძგებენ ისეთივე შეცდომებზე, რაც დაუშვეს თვითონ, მაგრამ ამის აღიარება საკუთარ თავთან არის ძნელი და სხვასთან როგორ აღიარებენ.
მოსაბეზრებელია კლონებში ცხოვრება, მე არ მინდა ვიყო ვინმეს კლონი და ვაკეთებდე ისეთ რამეს რაც მაგათვის არის სწორი. რატომ უნდა ვიცხოვროთ ვიღაცისთვის, როცა შეიძლება ცხოვრება ბედნიერად გაატარო, კმაყოფილი იყო რომ საკუთარი აზრი დაიცავი და არავის მიაქციო ყურადღება.
მოგზაურობა მინდა, ისეთი ქვეყანა სადაც ერთი ნაცნობიც კი არ იქნება, სადაც მხოლოდ ჩემ თავზე ვიქნები დამოკიდებული და გავიცნობ უამრავ საინტერესო ადამიანს და მივხვდები, რომ კლონების გარდა, სამყაროში საკუთარი ცხოვრებით მცხოვრები ხალხიც არსებობს.
რა შუაშია ეს სიმრერა მაგრამ რამოდენიმე დღეა ვერ ვთიშავ, იყოს აქაც :>

27 Aug




5:31 am on August 28th, 2010
გაგეცინება, მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდე, ეგეთი კლონი ყველგან არის. შეიძლება სხვისი აზრი მაგრად ეკიდოს, მაგრამ სხვა რამე ფაქტორზე მაგრად იქნება ჩამოკიდებული ის ვიღაც ვისაც გაიცნობ უცხო ქვეყანაში
7:26 am on August 28th, 2010
მართალი ხარ ბაჩ, მაგრამ მგონია რომ სადღაც იქ, კლონები ცოტანი არიან. მაგრამ ტყუილად კი არ ამბობენ: мы думаем, что хорошо там где нас нет, а спросить их им тоже плохо))))
3:51 pm on August 28th, 2010
1.როცა ასაკში შედიხარ ივიწყებ ბავშვობას, ახალგაზრდობას და გინდა რომ მშვიდად, სტაბილურად გაატარო დარჩენილი ცხოვრების წლები. მაგრამ არ იციან რომ ამით საკუთარ თავში კლავენ ოცნებას, მიზანს, წყურვილს, ბედნიერებისაკენ სწრაფვას – ეს ჩემთვის ზომბირებული ცხოვრებაა.
2.ერთმა ბრძენმა თქვა – ნუ ჩაკლავ ბავშვში სიცელქეს თორემ იგი არ დაბრძენდებაო, ჰოდა არ მესმის როცა მშობლები ამას აკეთებენ.
3.ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ დამოუკიდებლები ვართ მაგრამ არა თავისუფლები, რაც შინაგანად უნდა გაგაჩნდეს!!!
4.i’m a billionaireeeee = რგ სიმღერა მეც ამეკვიატა:))
1:06 am on December 17th, 2011
This site is a categorically admissible article. Lossing weight is benificial since your health and happiness.