twitter
rss

რა მაგარი დღეები მაქვს, ისეთი ბედნიერი ვარ ეს კვირას რომ ემოციებს ვერ ვმალავ, ძალიან მიყვარს მოსკოვი და ეტყობა მოსკოვსაც ვუყვარვარ და მიწყობს ხელს :) )). გუშინ ჩემ მეგობარს რომ ვუთხარი მიყვარს მოსკოვითქო, გაუკვირდა. მაგრამ რა არის გასაკვირი, ემ არ ვარ პოლიტიკური აზრის მსხვერპლი, და როგორც მანდ ახვევენ აზრს რომ რადგან რუსეთის მთავრობა ცუდია, მთელი რუსეთი მასეთი იქნებაო, ასევე აკეთებენ აქ, მაგრამ გონიერი ხალხი, რომლებმაც იციან ადამიანური ფასი და ქართველი ხალხს აფასებენ, ამბობენ რომ “არ არსებობს ცუდი ნაცია, არსებობენ ცუდი ადამიანები ნაციაში “, და ამ ცუდი ადამიანების გულისთვის თუ შევიზიზღეთ ყველა, მაშინ საშინელება იქნება ჩვენს გარშემო. ამიტომ მიყვარს მოსკოვი, ადგილი სადაც კარგად გრძნობ თავს და თან აპირებ ცხოვრებას არ უნდა შეიზიზღო, თორე ასეთ ადგილას არაფერი გამოვა.

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საქართველო მიყვარს და დღეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ დამირეკეს თბილისიდან და წამიკითხეს წერილი, რომ გავხდი საქართველოს მოქალაქე. ვინც კითხულობს ჩემ ბლოგს, იმათმა იციან რა დღეში ვიყავი საბუთები რომ ჩავაბარე და როგორ მქონდა დაკარგული იმედები, რადგან მეგონა რომ არ მომცემდნენ მოქალაქეობას, მაგრამ აი უკვე საქართველოს მოქალაქეც ვარ :) )). შეიძლება რიგითი მოქალაქესთვის ეს ისეთი უბრალო რამ არის, მაგრამ მე ისე მინდოდა ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვყოფილიყავი რომ ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ.

ვიყავი Секс и City2-ზე, კინოთეატრში მარტოს ჩემი მეგობრები ორმაგად მომენატრნენ, ისე მაკლდნენ იქ, მაგრამ რომ დავაკვირდი, ბევრი იყო მოსული მარტო და მერე მომეშვა დაძაბულობა. რაც შეეხება კინოს, მომეწონა ძალიან, მაგრამ მეგონა უფრო დიდ ფურორს მოახდენდა, უბრალოდ გაგრძელება იყო, რომელიც ისევ ისე დამთავრდა როგორც პირველი, არადა მეგონა რაღაც სხვა ამბები დატრიალდებოდა, რასაც არ ველოდებოდი, აქ კიდე ისევ ისე იყო ყველაფერი როგორც მორიგ სერიაში, გოგოების თავგადასავალი, თუმცა ულამაზესი, მეც სიამოვნებით დავისვენენბდი აბუ დაბიში და ვიფრენდი ისეთ უმაგრეს თვითფრინავით. ძალიან კი ვისიამოვნე ფილმით!

და კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ უკვე ძალიან მენატრება თბილისიიიიი!

date8 Jun

6 Responses to “საქართველოს მოქალაქეობა და Sex and The City 2”

  1. გაბო
    12:03 pm on June 8th, 2010

    კიდევ ერთხელ გილოცავ მოქალაქეობას

  2. Kikito
    12:32 pm on June 8th, 2010

    მადლობა გოჩ :*

  3. Clown^^
    12:32 pm on June 8th, 2010

    გილოცავ ^^

  4. ბაჩო
    4:16 am on June 9th, 2010

    2 დღე ვერ მოგაქციე ყურადღება და უკვე მოქალაქე ხარ :)
    ძალიან გამეხარდა მე და წარმომიდგენია შენ როგორ გაიხარებდი ;)
    გილოცავ, ასე აგსრულებოდეს ყველა ჯერ ნატვრა და მერე გეგმა :)

  5. ბაჩო
    5:15 am on June 9th, 2010

    ეხლა იყო სიუჟეტი:
    საქართველოს მოქალაქეობის მიღება უკვე საქართველოში ჩამოუსვლელად შეიძლებაო. ;)
    ცოტა გვიან რომ მოგენდომებინა, მანდედანაც შეძლებდი :*

  6. Kate
    8:55 pm on June 18th, 2010

    უი…არ ვიცოდი თუ არ იყავი საქართველოს მოქალაქე. გილოცავ.

    აუ მეც ვნახე და მომეწონა. თუმცა სერიალი მაინც სულ სხვაა რა.

Leave a Reply: