twitter
rss

ახლა დილის 6 საათია და მე ვზივარ ისევ აქ. ჩემს ერთგულ და უპრეტენზიო მეორე ნახევართან.
არც კი ვიცი, რა ხდება გარეთ…
კიარადა… ვიცი…
მიუხედავად იმისა, რომ 6 საათი უფრო ღამეს ეკუთვნის, ვიდრე დღეს… მაინც ჩამესმის ჩიტების ჟღურტული…
რაღაცას რომ ითხოვენ ხოლმე ყოველ დილით და ჩვენ რომ მაინც ვერ ვგებულობთ ვერასოდეს.
არადა რა საინტერესო იქნებოდა მათი გაგება.

რა საოცარია…

ღამღამობით როგორი მშვიდი ვარ…
მე თვითონმე ვაკვირვებ საკუთარ თავს…
ირგვლივ ყველას სძინავს, მე კი სიმშვიდის მხრივ ნირვანაში ვარ და მიხარია რაღაცნაირად.
მინდა სათითაოდ ყველას ჩამოვუარო და ლოყაზე ვაკოცო…
კოცნაც როგორი ბანალური გახდა უკვე…
ყველა იკოცნება.
არადა ნეტავ ყველას კოცნა ერთნაირად გულწრფელია???
სამწუხაროდ ვიცი, რომ არა…
უფრო სწორად…
ვიცი, რომ სამწუხაროდ არა.

არადა დღისით როგორი გიჟი ვარ…
უკვე აღარც კი ვაკვირვებ თავს.
ის დრო დამთავრდა, როდესაც ბევრის პატიება შემეძლო…
მარჯვნივ თუ მარცხნივ ყველაზე მეფიქრა…
ვგიჟობ და ამაში უფრო მეტად ვხედავ ჩემს თავს.
და სამაგიეროდ ვერ ვიტან სხვის სიგიჟეს, ჩემიც საკმარისად მაქვს.

სულ მინდა, რომ რაღაც კითხვები დავსვა…
კონკრეტული ადრესატი არ არსებობს…
ზოგადად  მინდა ყველას ვკითხო, რა ემართება ხოლმე ადამიანს???
გუშინ ხომ ისედაც საშინელი დღე იყო, მაგრამ ამ არეულობის მიუხედავად კიდევ პირადი არეულობა რომ გემართება, “პიზდეცი” მაშინ დგება.
მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, უბრალოდ სხვა ვერ მოვიფიქრე.
აი კითხვა კი შემდეგში მდგომარებს…
“აი როდესაც  A ადამიანი B ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს (გინდ ფიზიკურს, გინდ სიტყვიერს), A ადამიანს რა ემატება???”
ეს კითხვა მრავალი წელია მიღრღნის გულში თუ გონებაში უჯრედებს თუ კაპილარებს.
საუბარი იმაზე არ მაქვს, B რამდენად იმსახურებს ამას, ეგ მეორე საკითხია. მაგრამ ამ A ადამიანს რა ემატება???

უფრო მაგარი ტიპია ვინმეს თვალში???
უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ხოლმე ვინმესგან???
უფრო მეტ ადამიანს უყვარდება ხოლმე???
მახსოვს, მე-7, მე-8, მე-9 კლასში ვიყავი და ვიყავი წარმოუდგენლად ბავშვური.
იმიტომ, რომ მარაზმია ჩემი აზრით 12-13-14 წლის გოგო მაკიაჟს იკეთებდეს, როდესაც ჯერ რძე არ შეშრობია პირზე.
ხოდა ერთმა სკოლელმა ბიჭმა ვიღაცას შეაგინა.
ჩემი რეაქცია ის იყო, რომ შევიცხადე და ერთ გოგოს, სახელად თეონას გავუზიარე ჩემი აღშფოთება.
და პასუხად იცით რა მივიღე???
“მერე რა რომ შეაგინა, ისეთი ბიჭის დედა მო***ან, ვინც არ იგინება”-ო…
და მერე დავაფიქსირე ამ ბიჭის გაფეტიშება არა მხოლოდ თეონას, არამედ თეონას დაქალების მხრიდანაც.
იყო მერე ამ ბიჭის დევნები და “არა, მე ვარ ამის მეგობარი და არა მე”.
მერე მე დავიწყე იმასზე ფიქრი, ნუთუ მართლა ადამიანობა გინებით და ანუ ბილწსიტყვაობით ფასდება???
ხოდა ანუ ამ ბიჭს მოემატა პატივისცემა, დაფასება, მოწონება და როგორც რუსები იტყოდნენ “похвал” თეონასგან და თეონას დაქალებისგან.
მაგრამ ნუთუ ეს მართლა ასეა???

არადა გინებამდე როგორ სიყვარულში გეფიცება ყველა…
გადაირევი პირდაპირ რა…
საშინელ ეპოქაში ვცხოვრობ მე პირადად…
გადავარდნილი ბატონყმობის…
კიარადა
გადავარდნილი ძველ-ბიჭობის.
რატომ ხიბლავს ადამიანს “ტიპობა”???
რატომ უნდა ხოლმე, რომ იბაქი-ბუქოს საკუთარი ეგოცენტრიზმით???
რატომ არ შეუძლია მშვიდად, წყნარად და დაფიქრებით საქმის მოგვარება???
იმიტომ, რომ არ შეუძლია. ძნელია და არ შეუძლია. რესურსი არ აქვს ნორმალურად, ადამიანურად მოქცევის.
რატომ იწყებს გინებას???
რატომ იღებს ჯიბიდან დანას???
იმიტომ, რომ შეუძლია. მარტივია და შეუძლია. მაგის მეტი რესურსი არ აქვს.
და ვინაიდან ადამიანი ცდილობს ყველაფერი მარტივად და იოლად მოაგვაროს,
იყენებს ყველაზე მარტივ გზას.

ბიბლიიდან ყველაზე მეტად იცით რა მომენტი მიყვარს???
ერთ ლოყაზე თუ გაგარტყეს, მეორე შეუშვირეო. ხომ გაგიგიათ???

ხოდა თუ მე ვინმემ შემაგინა, არ შევეპასუხები იგივე სიტყვებით.
უბრალოდ გავუღიმებ და ვეტყვი: “კარგი :)
დაეცემა იმ ადამიანის ფასი ჩემს თვალში.
ისევე როგორც თეონას ფასი, თეონას დაქალების და მათი სათაყვანებელი ბიჭის ფასი დაეცა თავიდ დროზე.

არ გეგონოთ, რომ ვინმემ შემაგინა ან რამე ცუდი მითხრა.
არამც და არამც.
მე აქ კონკრეტულად ჩემზე არ მისაუბრია, მე აქ საზოგადო ჭირზე ვისაუბრე.
რისთვის???
უბრალოდ იმისთვის, რომ მემთქვა:
“გამარჯობა, მე ამ სამყაროში არ ვარ”.

უბრალოდ გიყვარდეთ ერთმანეთი და აგრძნობინეთ ეს ერთმანეთს.
იყავით ადამიანები.

პ.ს. ესეც ჩემი guest post-ი.

date15 Mar

10 Responses to “იქ, სადაც მე არ ვარ”

  1. Sophie Golden
    3:34 pm on March 15th, 2010

    ყველა ადამიანი თავისებურია და შენ თუ ბავშვური იყავი, ეგ არ ნიშნავს, სხვებიც ასე იყვნენ. დრო იცვლება.
    კარგია სიყვარული, მაგრამ ბულგაკოვის თქმის არ იყოს, ყველაფერი კანონზომიერია და როგორ გავარჩევდით სიკეთეს, ბოროტების გარეშე?..

  2. Kikito
    7:15 pm on March 15th, 2010

    keti rogor miyvars shენი ასეტი პოსტები :)
    მადლობა :*
    დღეს მეც მაგას ვიძახი მთელი დღეა რომ ამ სამყაროს არ მივეკუთვნები მგონი…

  3. Kate
    7:19 pm on March 15th, 2010

    სოფო – ბილწსიტყვაობის გარეშეც არ აკლია სამყაროს სიბოროტე.:)

    ინგულიკა – მართლა მოგეწონა??? ძალიან დიდი მადლობა.
    ხოდა მე და შენ სხვაგან ვართ ე. ი. :*

  4. გაბო
    7:27 pm on March 15th, 2010

    ლექსიკური მარაგის დეფიციტის შედეგია ეგ ყველაფერი . ხო გარკვეულ ასაკში ტიპობაა და კარგ ტონად ითვლება აი ჩემი ერთი სკოლის “შეყვარებული” სულ იმას მეჩიჩინებოდა ქუჩაში რატომ არ იფურთხებიო კაცია და გუნება :) ზოგს ასეთები მოწონს ზოგს ისეთები .

  5. Kikito
    7:48 pm on March 15th, 2010

    კი მართლა :)
    ეჰჰ სხვაგან ვართ , სხვანგან :(

  6. Kate
    8:06 pm on March 15th, 2010

    ხო, მართალი ხარ გოჩ.

  7. Clown^^
    11:38 am on March 16th, 2010

    მეც ვერ ვხვდები რატომ კარგავენ ხოლმე ბავშვობას?

    ხოდა ქუჩის ბიჭებს და ძუკნა გოგოებს ვერ ვიტან :|

  8. Kate
    7:55 pm on March 16th, 2010

    ვერც მე ვერ ვიტან.

    ინგა – საიდბარში რომ სიმღერა გაქვს ჩასმული, ვგიჟდები იმაზე.

  9. Kikito
    8:51 pm on March 16th, 2010

    მეც მაგრად მიყვარს და დღის სიმღერა მიწრია და იმდენი ხანია მიყენი წლის გამოვა მგონი :D

  10. Kate
    8:26 pm on March 20th, 2010

    ძალიან მაგრად მიყვარს.

Leave a Reply: