ძალიან ბევრმა ბლოგერის მომხმარებელმა მკითხა როგორ შექმნან გვერები ბლოგერზე, ბევრმა დიდი ხნის წინ მთხოვა დამეწერა ამაზე ტუტორიალი და დიდი ბოდიში რომ აქამდე ეს ვერ მოვახერხე, მორიგი თხოვნის შემდეგ, როგორც იქნა მოვიცალე და გადავწყვიტე დამეწერა.
თუ ხართ WordPress–ის მომხმარებელი თქვენ იცით როგორ შექმნათ გვერდები ბლოგზე და ეს არ წარმოადგენს პრობლემას, ხოლო თითქმის ყველა blogger–ის მომხმარებელს უჩნდენა კითხვა როგორ დაამატონ გვერდები თავის ბლოგზე. როგორც ასეთი გვერდების ჩამატება, მაგალითად ბლოგროლის გაჯეტის გადატანა შეუძლებელია, აქ მხოლოდ ხერხდება პოსტის სეულის გვერდების შექმნა, მაგალითად წერთ პოსტს და ის პოსტი იქნება თქვენი ბლოგის გვერდი, მაგალითად წერთ თქვენს შესახებ “About“–ს და ეს პოსტი გამოჩნდება როგორც გვერდი.
ეხლა დაწვრილებით მიყევით ჩემს ინსტრუქციას და უპრობლემოდ შექმნით 10 გვერდს თქვენს ბლოგზე, თუმცა არსბობს რამოდენიმე ხერხი ამისთვის, მაგრამ მე დავწერ ყველაზე მოსახერხებელს და ადვილად გასაკეთებელ ხერხს:
1. Dashboard >>> Edit Posts >>> Edit Pages
2. Create a page: ამის შემდეგ Page Title–ში წერთ თქვენი გვერდის დასახელებას და პოსტის ადგილზე კი გვერდის შინაარს, აჭერთ Publish Page–ს, ამის შემდეგ თქვენს ხედავთ ფანჯარას:

თუ აირჩევთ Blog sidebar–ს თქვენი გვერდები განთავსდება ბლოგის ან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, ეს არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ უწყობს თქვენი თემფლეითი ამას ხელს.
ყველაზე კარგი არჩევანი ამ შემთხვევაში არის Blog tabs, ამის მეშვეობით თქვენი გვერდები განთავსდება ბლოგის ზედა მხარეს, როგორც უნდა იყოს წესით გვერდების ჩამონათვალი და როგორც ხედავთ ამას ჩემთან.
ამის შემდეგ აჭერთ Save and publish–ს და თქვენს ბლოგზე გაჩნდება თქვენს მიერ შექმნილი გვერდი. ყველა გვერდის დამატება ხდება იგივენაირად, ხოლო ამ ჩამონათვალის რედაქტირება შეგიძლიათ შემდეგნაირად:
Dashboard >>> Layout
და აქ Add and Arrange Page Elements–ში ნახავთ ზედა მხარეს დამატებულ ახალ გაჯეტს, რომლის რედაქტირება უმარტივესია, უბრალოდ უნდა დააჭიროთ იმ გაჯეტის Edit–ს და ნახავთ შემდეგ ფანჯარას :

აქ შეგიძლიათ შეცვალოთ გვერდების დასახელება, თანმიმდევრობა ან უბრალოდ გათიშოთ თქვენს მიერ შექმნილი გვერდი და შეინახოთ.
სულ ეს იყო, ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ შექმნათ გვერდები და გაანვითაროთ თქვენი ბლოგი.

8 Feb




1:57 pm on February 8th, 2010
eeh es mxolod imat gamodgebat vis blog templatesac isedac aqvs magis bunebrivi paderjka da chemsas ar aqvs ad metqi ai meshvela da vigacam html kodis modificirebis tutoriali dadotqo
jal jal
ise kai tutorialia
2:01 pm on February 8th, 2010
chems meore sacdel blogze sadac vamowmeb aset ragaceebs, iseti tampleti ayenia romelic ar uwyobs xels gverdebis damatebas , magram ro vcade iqac daemata chveulebrivad, magram html-s chasworebis xerxsac davwer momaval tutoshi
)
2:07 pm on February 8th, 2010
ცდებით – ტემპლეიტზე აღარაა, ეხლა ყველა ბლოგს შეუძლია გვერდების დამატება.
შედით აქ: http://draft.blogger.com/home
და სხვანაირი დაშბორდი დაგხვდებათ – დრაფტი, ანუ სატესტო ვერსიებია იმ ფუნქციებისა, რაც მალე გაეშვება.
მეც მაქვს უკვე ჩართული გვერდი – About Me ძალიან ბანალური მეჩვენა და ”მეზე” დავარქვი.
თუმცა, ეგეც მაგარი ბანძი სახელია
2:09 pm on February 8th, 2010
xoo Dashboard-i mec shecvlilat momeChvena, mushaobs bloggeris administracia ashkarad am problemaze da agara sachiro html-s chasworeba, magalitad me ro davayene gverdebi mashin zustad html chavaswore
7:25 pm on February 8th, 2010
გიგა და კიკიტო მადლობთ ^^
8:28 pm on February 8th, 2010
აუ ერთი მეც უნდა ვცადო ჩემს სატესტო ბლოგში.
11:38 am on February 9th, 2010
აუ რა კაი რამე გვასწავლე . მარა რავი გამომადგება???? ვორდპრესს.ორგ ზე უნდა გადავიტანო ბლოგი:)5 დღეში გაეშვება .
9:23 am on February 13th, 2010
ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა, მადლობა!