სულ რამოდენიმე საათში დაგვტოვებს 2010 წელი და მე რომ არ დამეწერა პოსტი, საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, იმიტომ რომ ეს წელი იყო ჩემთვის ძალიან ბევრი სიახლის მომტანი, ამ სიახლიდან უმეტესობა ძალიან კარგი აღმოჩნდა, ნეგატიური ცოტა რამ მოხდა და რომ შევაჯამო მთელი წელი ძალიან კარგი და მრავალფეროვანი იყო, ახალი შეგრძნებებით, აღმოჩენებით და გამოცდილებით.
ამ წელმა ჩემი გული და გონება ვერ დაამეგობრა, ისევ მტრულად არიან განწყობილები ერთმანეთის მიმართ და მაინც სხვა და სხვა მიმართულებით მიექანებიან, უბრალოდ გონებამ აჯობა და დაჩაგრა გული, ისე რომ არაფრის უფლებას არ აძლევს, მინდა ავღნიშნო რომ ეს ძალიან მადგება და კარგია, მაგრამ თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს და ვფიქრობ ზოგჯერ უნდა მივცე თავისუფლება, გაიხაროს და მერე ისევ დაიჩაგროს, თორე სულ მაგის ჭკუაზე თუ ვიარე, შორს ნამდვილად ვერ წავალ.
არ ვიცი დავწერო თუ არა, რომ შევიცვალე, მგონი არ შევცვლილვარ, უბრალოდ აზრი შემეცვალა ბევრ რამეზე და ბევრ ვინმეზე)). ჩემი მეოცნებეს სტატუსი ფეხ ქვეშ გავთელე, არა და რა კარგი იყო როცა ნამდვილი მეოცნებე ვიყავი. მეოცნებე იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერს არარეალურად აღიქვავ, უბრალოდ ყველაფერს ბევრად უფრო ლამაზ ფერებში უყურებ, ხოლო ეს ზედმეტად რეალური შეხედულება ყველაფრისადმი, მოსაბეზრებელია და ძალიან შავ-თეთრი, ამიტომ აქაც ჯობია ოქროს შუალედი ვიპოვო, ოცნებებში აღარ გადავვარდები, მაგრამ რეალისტობაც არ მომწონს.
დავიწყე მუშაობა, თან იმ სფეროში რომელიც ძალიან მიყვარს და რაზეც ვსწავლობ ამდენი წელი. თან უკვე ძალიან შემიყვარდა ჩემი სამსახური და ვიმედოვნებ რომ წინ წავალ მაგ საქმეში და ბევრ რამეს გავაკეთებ, ამაში მაინც მჯერა საკუთარი თავის.
წინა წლების საახალწლო პოსტებს რომ გადავხედე, ყველაგნ მიწერია, რომ რაღაცას ვგეგმავ და ჩამოწერილი მაქვს უამრავი რამ, რაც უნდა გავაკეთო ახალ წელს, საბოლოოდ ისე გამოდის რომ გეგმები მეცვლება და იმ 50 გეგმიდან მაქსიმუმ 10ს თუ ვაკეთებ, ამიტომ ეს ჩვევაც მოვიშალე, აღარაფერს ვგეგმავ, უბრალოდ ვიცი რაც უნდა გავაკეთო და გავაკეთებ, ყველანაირი სიის გარეშე. აღარ ჩამოვწერ იმას რაც უნდა გავაკეთო, ჩამოვწერ მხოლოდ იმას რასაც გავაკეთებ.
მოკლედ, მკითხველებო, თუ კი არსებობთ ასეთები ამ მივიწყებულ ბლოგზე, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ იმას რასაც უსურვებთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ უკეთ იცით რაც გჭირდებათ !!!
მე კი განსაკუთრებულად შევხვდები ამ წელს და დავიძინებ ტკბილად ^_^.


31 Dec




5:30 pm on December 31st, 2010
პირველ რიგში, დიდი ხანია ასეთი ტკბილი პოსტი არ წამიკითხავს! და გმადლობ ამისთვის!
)
და მეორეც, ყველაფერს კარგს გისურვებ ამ წელს! :*
12:23 pm on January 1st, 2011
ხო, განსაკუთრებულად შეხვდები და დაიძინებ, თან ტელეფონსაც არ უპასუხებ, რომ ადამიანმა მოგილოცოს ახალი წელი

მრავალს დაესწარი და იყავი ბედნიერი (ამას ხომ მაინც წაიკითხავ)
11:28 pm on March 2nd, 2011
რომ თქვენ მიერ დაწერილი ძალიან ლამაზი!
ყველაფერს კარგს გისურვებ ამ წელს!