ყველა ადამიანს აქვს სუსტი წერტილი,ზღვარი ან თუნდაც მტკივნეული რამ, რეზეც თითი არ უნდა დააჭირო, რომ უარესად არ გაუღრმავო ჭრილობა, მითუმეტეს როდესაც მეგობარი ხარ. როდესაც ვიცი რომ რაღაც ადამიანს არ სიამოვნებს, იმას ვერ ვეუბნები, არა იმიტომ რომ ძალიან კეთილი და კარგი ვარ, უბრალოდ მერე მეთვითონ უხერხულად და ცუდად ვგრძნობ თავს.
როდესაც პატარები ვიყავით უამრავი მეგობარი ხომ გყვავდა, მაშინ ყველა ჩვენიანი გვეგონა და ყველა უანგაროდ იყო ჩვენს გვერდით, მაგრამ ვიზრდებით და ჩვენი წრეც იზრდება, ამ უზარმაზარი რიცხვიდან კი რატომღაც მხოლოდ რამოდენიმეა ნამდვილი. ამ უზარმაზარმა რიცხვა დაიწყო დაყოფა, ნაცნობებად, ახლობლებად, „არამეგობრებად“, ნამდვილ მეგობრებად, თითქოს ყველას მიენიჭა თავის კუთხე. მაგრამ დრო გადის და სულ უფრო ახალი სახეები შემოდიან ცხოვრებაში, რომლებზეც გგონია, რომ დიდი ხანია იცნობ, მაგრამ სინამდვილეში ახალი ხალხია ცხოვრებაში, უბრალოდ გგვანან რაღაცით და გინდა, რომ შენს გვერდით იყვნენ და ამ ხალხს ძალიან ვაფასებ.
მაგრამ მე დამღალეს „არამეგობრებმა“, მე ვიცი ვინც არიან ესენი ჩემს ირგვლივ, მაგრამ ვერ ეტყვი, რომ მათში ეჭვი გეპარება, უცინიხარ, უსმენ, ზოგჯერ უყვები კიდეც, მაგრამ არ არიან ნამდვილები. იმდონემდე გადააჭარბა ამ არამეგობრების რიცხვმა, რომ უკვე ვერ ვუძლებ, მწერენ – არ ვპასუხობ, მათზე გაფიქრებაც კი მზარავს. საერთოდ არ მინდა მათ არსებობაზე ფიქრი, არ მინდა გახსენება, რომ მათი სიტყვები, სადღეგრძელოები, სურვილები – ყველაფერი ტყუილი, და ცარიელი სიტყვებია. როდესაც ეს რამოდენიმე ადამიანი იყო, მაშინ ბევრად უფრო ადვილი იყო ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ როდესაც ეს მთელი არმია გახდა, აუტანელია.
მე არ მწამს მეგობრის, რომელსაც ერთი წუთი არ აქვს, რომ მოგიკითხოს და როდესაც გნახულობს ან შენ კითხულობ, თავს იგიჟებს, რომ ძალიან ენატრები და თითქოს ძალიან აინტერესებს შენი ამბები.
მე არ მწამს იმ მეგობრის, რომელიც მიდის დაბადების დღეზე, იქ თვრება, უამრავ ტყუილ სადღეგრძელოს იძახის და ყველა უყარს, მაგრამ მერე თვეები არ ახსენდები. ან ახალ გაცნობილ ხალხს „ნივიჟუებს“ ურტყავს შეხვედრის დროს, არადა რამოდენიმე დღის წინ ძამიკო და დაიკოები იყვნენ.
მე არ მწამს მეგობრის, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე გელაარაკება, და როდესაც იწყებ შენი ამბის მოყოლას, ერთი სული აქვს, რომ გაჩერდე, ამოისუნთქო და მაგან ჩასვას სიტყვა, რომ გააგრძელოს თავის თავზე ლაპარაკი, ისე რომ ვერ ხვდები რა მოხდა, ეხლა მე არ ვალაპრაკობდი? მაგრამ არაფერს ეუბნები, უსმენ და ფიქრობ რომ ის ზუსტად იმ არამეგობრების კატეგორიას ეკუთვნის.
მე არ მწამს მეგობრების და იმ მოლოცვების, რომლებსაც დღესასწაულებზე ვისმენ ან ვკითხულობ მესიჟებით თუ სკაიპით, რომელიც უხვი რაოდენობაა და ყველა დაკოპირებული, უბრალოდ მოვალეობის მიზნით. ჩემთან არავითარი მოვალეობა არ გაქვთ, ამიტომ შეგიძლიათ ის დაკოპირებული ლექსები, მოლოცვები სხვას გაუგზავნით და მე გამომტოვოთ.
მე არ მწამს მეგობრის და საერთოდ იმ ადამიანის (ასე არამარტო მეგობრები იქცევიან ჩემთან), რომელიც მკითხულობს, აინტერესებს უეცრად რას ვაკეთებ, რას ვსაქმიანობ, ხომ ყველა კარგად არის ოჯახში, რატომ არ გავდივარ და ბოლოს თხოვნას აყოლებს. შეგიძლიათ თავიდანვე მითხრათ ის რაც გინდათ ყველანაირი შესავლის გარეშე და ამდენი არ იწვალოთ.
მე არ მწამს იმ მეგობრის, რომელსაც ერთხელ სთხოვ ესე აღარ გააკეთო ან აღარ თქვა, და მეორე დღეს იგივეს აკეთებს და ბოლოს შეიცხადებს, რომ არ უნდოდა და დაავიწყდა შენი თხოვნა, არადა სპეციალურად აკეთებს და შენ უკვე აღარაფერს ეუბნები, იმიტომ რომ იცი, რომ ეს ის არ არის.
ალბათ უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ჩემო „არამეგობრებო“ ძალიან დამღალეთ თქვენი ორგულობით და აფერისტობით, რათქმაუნდა ამას პირში არ გეტყვით არავის, მაგრამ ბევრი ვინც წაიკითხავს თავის თავს აღმოაჩენს და არ შეიმჩნევს, თან მომწერს რომ თვითონაც ვერ იტანს ასეთ ხალხს, აა შეიძლება ამის მერე აღარც მომწერონ, უბრალოდ თქვენ აქ არ შემოსულხართ და არაფერი წაგიკითხავთ, ეს მხოლოდ ჩვენი საიდუმლო იქნება.
მადლობა იმ მცირე რაოდენობას, რომლის მეგობრობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია და ნამდვილები არიან, ალბათ მეტი არც არის საჭირო, მაგრამ მე კიდევ უამრავ ადამიანს გავიცნობ, აქიდან უამრავი გახდება ჩემი „არამეგობარი“, უამრავი საერთოდ გაქრება, მცირე რაოდენობა კი შეიძლება ნამდვილი აღმოჩნდეს. ამ მცირე ახალი რაოდენობისთვის კი ღირს ალბათ დანარჩენის მოთმენა.
მაპატიეთ ვისაც გაწყენინეთ ამით, მაგრამ უბრალოდ ყველაფერს უნდა ჰქონდეს დასასრული.

23 Jul




3:56 pm on July 23rd, 2010
ეჰ, თუ ასეთ დღეში იყავი აქამდე უნდა გეღონა რამე… სწორედ ამის გამო მე თითქმის მარტო ვარ- ლიტერატურა, კინო, მუსიკა და ნოლი მეგობარი მიმშვენებს გვერდს:) ამის დედაც – მე ასე უფრო ბედნიერი ვარ!
როგორც გინდა გაიგე- მე მესმის შენი;)
3:58 pm on July 23rd, 2010
არა ციცი, მე მეგობრები მყვანან, ძალიან ახლო და საყვარლები ჩემთვის, საბედნიეროდ . აქ სხვა ტიპის მეგობრებზე დავწერე, რომლებმაც უკვე მომაბეზრეს თავი
4:13 pm on July 23rd, 2010
ჰუჰ გაგიმართლა თუ ეგეთები გყავს:) მე როგორც წესი პირადაპირ და უხეშად ვამბობ ხოლმე სათქმელს სხვებისგანაც იგივეს მოვითხოვ ყველანაირი შელამაზების გარეშე მათ აზრს. სამწუხაროდ ეს გარკვეულ დისკომფორტს უქმნით მათ… უფრო იოლია “სიხარულოს” და “სიყვარულოს” ფონზე ბლაბლაბლა, და საერთოდაც საბოლოო ჯამში მე მაინც მგონია რომ ჩვენ ყველანი მაინც ძალიან მარტონი ვართ, ჰო ასეა და ამის გაანალიზების მერე უკვე ყველაფერი კარგადაა…
4:38 pm on July 23rd, 2010
და რა საჭიროა ეგეთი მეგობრები? :შ
საერთოდაც, კარგი მეგობრები არ არსებობენ :შ
4:43 pm on July 23rd, 2010
ეხლა შენ რა გულს მიეთქავ საერთოდ
)))
როგორ არ არსებობენ, მთავარია მონახო :*
7:06 pm on July 23rd, 2010
პოვნას გისურვებ :**
7:12 pm on July 23rd, 2010
me myvanan ukve ^_^
)
magram mainc vedzeb, rac ufro meti, mit uketesi
shenc clowns aseve, povnas gisurveb :**
6:37 am on July 24th, 2010
მეგონა, ჩემი დაწერილი პოსტი იყო! ზუსტად იგივე რაღაცეებს განვციდი მეც. ფეისზეც გადმოვაფრქვიე ეგ განწყობა ამ დღეებში რამდენჯერმე სტატუსების სახით!
12:01 am on July 25th, 2010
megobrebi arseboben, kargi megobrebic arseboben iseve rogorc cotati megobrebi ubralod yvela sxvadasxva disanciaze amyofe da yvelaferi zalian zalian mshvenivrad iqneba
nervebis shlas ra azri aqvs adre tu gvian yvela nacnobi (rogori megobrul axlo an shor statussac ar unda atarebdes) sachiroa!
gava dro da chven ertmanets movagondebito …
6:46 pm on July 27th, 2010
გეყოთ რა ამ მეგობრების დავალდებულება რაღაცეებით, თუ მოგწონს ადამიანთან ურთიერთობა იმეგობრე და თუ არა შეეშვი, ვინმემ რამე რატო უნდა გაგიკეთოს იძულებით თუ არ სიამოვნებს
6:50 pm on July 27th, 2010
ან სად წაიკითხე დავალდებულებაზე და იძულებით რამის გაკეთებაზე მითხრი
)))))
6:57 pm on July 27th, 2010
KIKITO აუ მართალი გითხრა ეს პოსტი თითქმის არ წამიკითხავს, სათაურმა გამოიწვია ჩემი ეს რეაქცია და კიდევ რამდენიმე პირადმა შემთხვევამ, და უბრალოდ აქ დავწერე
რაღაც დამეწერინა
6:04 pm on August 2nd, 2010
უმეგობრო ადამიანი – მოწყვეტილი ფოთოლია, 0-ია სამყაროში. ასეთივეა 100 ერთნაირი მეგობარი ვისაც ყავს, რადგან ყველას ვერ გაწვდება და რომელიღაცას დააკლებს სიყვარულს, რითაც დააზიანებს მეორესთან, მეშვიდესთან თუ ოცდამეშვიდესთან ურთიერთობას.
31-ში, ჩემს დაბადების დღეს აკლდა 5 ადამიანი და ზედმეტი იყო 2, ვიჯექიტ 10-ნი ჩემი შვილის ჩათვლით. ვფიქრობ ის 5 ადამიანი რომ ყოფილიყო იქ ჩემი მეგობრების სია მთლიანად იქნებოდა წარმოდგენილი.
ცხოვრების პრაქტიკამ აჩვენა რომ, ასე უკეთესია.
პ.ს. რუსული ანდაზაა: ნე იმეი სტო რუბლეი, ა იმეი სტო დრუზეი. იმიტომაც მთელი მსოფლიო მტრად გადაიკიდეს
11:27 am on August 7th, 2010
მადლობა ღმერთს რომ მყავს ისეთი მეგობრები, რომლებსაც ასეთი თვისებები არ აქვთ, როგორიც ამ პოსტში წერია. თუმცა ასეთებიც მყოლია გვერდით, რა გამოლევს მაგათ. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ადამიანების უმრავლესობა მასეთია და ძალიან მწყდება გული.