twitter
rss

ჰაი კიკიტოლენდ :)

რამდენჯერ ვცადე ამ ბლოგის მიმართულება შემეცვალა და პირადულიდან, თემატურში გადავსულიყავი, მაგრამ აქ არ გამომდის, არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ უკვე პირადულია და აღარაფერი ეშველება :) ), და არ ეშველება იმიტომ, რომ აღარ მეწერინება პირად ამბებზე, გრძნობებზე, ცხოვრებაზე ზოგადად, გამოვიარე ის პერიოდი ალბათ როდესაც მინდოდა ამის წერა და ეხლა უბრალოდ აღარაფერი მაქვს სათქმელი.

როცა რამე მაინტერესებს, ეგრევე ვიწყებ ინტერნეტში ძიებას და ათასი რამის გადაკითხვას, მერე ვიფიქრე რადგან მაინტერესებს და თან ამდენ რამეს ვიგებ, ჩემ მცირე მკითხველების რაოდენობასაც გავუზიარებთქო. მაგრამ როცა დავწერე და მერე გადავხედე სტატისტიკას, ჩემ პირად პოსტებს ბევრად უფრო მეტი მნახველი, მკითხველი ყავს და მეტი  კომენტარია, ვიდრე იმ რაღაც თემას მიძღვნილ პოსტებს. პრობლოგერი წერს თავის წიგნის ერთ ნაწილში, რომ კომენტარებს “კარგი პოსტი იყო”, “საინტერესოა” ან “მაგარია”, სულ რომ არაფერი დაწერონ ის აჯობებსო, არადა რამდენჯერ დამიტოვებია სხვათან ასეთი კომენტარი :) )).

არადა ბლოგი მენატრება, მინდა ვწერო, თან ისე რომ ხალხს არა მხოლოდ პირადული აინტერესებდეს.

ამიტომ ჩემი პრობლოგერის წიგნის კითხვის შემდეგ, უამრავი იდეა ჩამოვწერე ბლოგზე, უამრავი რამე გავიგე და ყველამ იცის უკვე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ უნდა წერო იმაზე რაც გიყვარს. რა მიყვარს მე? მე ბევრი რამე მიყვარს ამიტომ იდეებიც ბევრი მქონდა, საბოლოოდ კი გადავწყვიტე კინემატოგრაფიული ბლოგის გაკკეთება. რომ გადავხედე ჩვენ ბლოგოსფეროს, არის რამოდენიმე ბლოგი სადაც წერია კინოზე, მაგრამ რასაც ჰქვია კინემატოგრაფიული ბლოგი არ არის. იმდენი რამის დაწერა შეიძლება, იმდენი მიმართულებაში და ჩვეულებრივი კინო მიმოხილვიდან, საინტერესო ფაქტების მოძიება, რომ გამოვა ძალიან საინტერესო და კარგი. მერე მხოლოდ კინოს მიმოხილვა, ხომ არ არის კინემატოგრაფია, ნებისმიერი კინოს მოყვარული იტყვის, რომ კინოების არჩევაში არავინ შეედრება, მაგრამ იქიდან ნახევარზე მეტმაც კი არ იცის, საიდან დაიწყო კინო, ვინ გადაიღო პირველი, ზოგმა არც ის იცის ვისი გადარებულია მისი საყვარელი ფილმი, არადა ბევრჯერ თვითონ კინორეჟისორების ცხოვრებაც საინტერესოა.

ამიტომ გავაკეთე კინემატოგრაფიული ბლოგი, შემომიერთდნენ ვასასი და ალუკარდი. ვასასი დაწერს კინორეჟისორებზე, ალუკარდი კი თავის საყვარელ საშინელებათა ფილმებზე, უამრავი იდეა მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, როგორც კი ჩამოვალ თბილისში, კონკურსების, გათამაშებების, ძალიან ბევრი და საინტერესო რამე მაქვს დაგეგმილი, პირადად მე როგორც კინო მოყვარულს ძალიან გამიხარდებოდა ამდაგვარი ბლოგის ნახვა, რათქმაუნდა ჯერ ახალი დაწყებულია და ბევრი რამ არის დასახვეწი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ. და დიდი იმედი მაქვს თქვენც გვესტუმრებით და გაიგებთ უამრავ საინტერესო ინფორმაციას, გაიგებთ თქვენ საყვარელ რეჟისორებზე, ფილმის ისეთ ნაწილზე, რომელიც კადრის მიღმა დარჩა, გაიგებთ რა არის კინო, საიდან წამოვიდა და სულ მალე გაერთობით კიდევაც.

www. Kinosamyaro.com

აქაურობას არ მივატოვებ, მართალია ჩემი მკითხველების ნახევარი დავკარგე ჩემი პასიურობის გულისთვის, მაგრამ მაინც დავწერ ხოლმე, ხასიათი დღეში ათასჯე მეცვლება და დავიჭერ თავს ისეთ დროს, როცა დავწერ რამე კარგს, არაპირადულს შეიძლება, მაგრამ ყველასთვის ახლოს და გასაგებს.

ასე რომ შემომიარეთ კინოსამყაროზეეეც. :)

date2 Aug

13 Responses to “კინოსამყარო”

  1. gabo
    10:49 pm on August 2nd, 2010

    ეს ერთი თვე მეც კინოს მინდა დავუთმო ბლოგზე უფრო სწორედ კინოსედევრების მიმოხილვებს ეხლა იწყება ამირანში და რსთაველში 101 ფილმის ჩვენება და აბონემენტს ვყიდულობ და მთელი თვე არ გამოვალ

  2. Kikito
    11:00 pm on August 2nd, 2010

    ra magaria, mec rom viyo siamovnebit vikididi abonements ^_^

  3. კატიე
    12:20 am on August 3rd, 2010

    ვა, უყურე შენ :)
    სწორედ დღეს ვიღაცამ აკრიბა ეს მისამართი ადრესბარში და დამამახსოვრდა, ახლა კი ვანხე რომ თქვენი ყოფილა :) მალადცი :)

  4. Kikito
    9:00 am on August 3rd, 2010

    @Katiee thanks ^^

  5. unaamarga
    11:36 am on August 3rd, 2010

    “კომენტარებს “კარგი პოსტი იყო”, “საინტერესოა” ან “მაგარია”, სულ რომ არაფერი დაწერონ ის აჯობებსო” – მეც რამდენჯერ დამიტოვებია ეგეთი კომენტარი! ვთვლი, რომ არაფერი არაა იმაში ცუდი, თუ ადამიანს გააგებინებ, რომ მისი ნააზრევ-ნამორვაწარი მოგეწონა! :)

  6. Kikito
    11:52 am on August 3rd, 2010

    UNAAMARGA
    არა იცი როგორ ეწერა, ანუ უმეტესობა ასეთ კომენტარს ტოვებს ისე რომ პოსტიც არ აქცს წაკითხული და უბრალოდ ის მიზანი აქვს, რომ ბევრგან დატოვოს ,რადგან მერე ის ბლოგერები ან ხალხი გადმოდის შენთანო, თან მითუმეტეს როცა რაღაც თემას ეხები და პასუხები გაინტერესებსო, მაგ მხრივ ეწერა :)

  7. Clown
    4:53 pm on August 3rd, 2010

    კარგი ბლოგია და გამიხარდა დომენი, რომ უყიდეთ ^_^

  8. Tbiliseli
    9:36 am on August 4th, 2010

    dzalian kargi ideaa! :)

    ecadet dacerot axal gamosul filmebze, ufro meti momxmarebeli geyolebat! :)

  9. Kikito
    12:23 pm on August 4th, 2010

    მადლობაა ^^
    კი აუცილებლად ახალ ფილმებზეც დავწერთ :)

  10. television internet
    7:12 pm on January 5th, 2011

    images that are either monochromatic (“black and white”) or color, usually accompanied by sound.

  11. buy apple iphone
    2:28 pm on January 6th, 2011

    When are you going to publish again? You truly inform me! truly cherished. thinking into your a great deal I like your way with opinion

  12. apple iphone unlocked
    4:08 pm on January 6th, 2011

    This was a useful publish and that i imagine it really is instead easy to get for the more feed-back in addition that this column is well written and useful. Help the great function.

  13. Prada bag on sale
    7:32 pm on August 6th, 2011

    as soon as i ‘m tranquil, i would personally wish to simply just perceive several a key component music and songs in lieu of regualr tunes,,

Leave a Reply: