twitter
rss

რა თქმა უნდა ყველა მშობლისთვის შვილი ყოველთვის პატარა იქნება, მაგრამ ამის მიუხედავათ ჩვენ მაინც ვიზრდებით და დამოუკიდებელი ცხოვრების სურვილი გვიპყრობს. ამ დროს კი ვეჯახებით პრობლემას ზუსტად მშობლებთან და მათ აზრთან, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილს.

მე გადავწყვიტე, რომ დროა დავიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება, გადავიდე ცალკე, ვისწავლო საკუთარი თავის რჩენა და საკუთარი კუთხის მოწყობა, საკუთარი ძალებით ფულის შოვნა და ხარჯების კონტროლი, მოკლედ ცხოვრება სადაც მე წავმართავ ყველაფერს და ვიქნები დამოუკიდებელი. ეს აზრი რომ გამოვთქვი ძალიან დიდი აურზაური გამოვიწვიე და მომახალეს პასუხი, რომ მე თუ სახლიდან წავალ შემიძლია დავივიწყო, რომ საერთოდ ვინმე მყავს. სისულელეა, მასეთი რაღაც რომ არ იქნება ძალიან კარგად ვიცი, შეეგუებიან რომ გავიზარდე და შეეჩვევიან, რომ მათ სახლში აღარ ვიცხოვრებ. ნამდვილი “ქართული” პასუხები მოვისმინე, როგორიცაა: “ხალხი რას იტყვის?”, “რატომ უნდა იყო ცალკე, როცა აქ შენი კუთხე გაქვს?”, “არ მომწონს შენი აზროვნება, რაღაც გაქვს ჩაფიქრებული” და ამდაგვარე სისულელეები, რომლებსაც არ მოველოდი ჩემებისგან, რატომღაც ბევრად უფრო ამ ცხოვრების ხალხი მეგონნენ, თუმცა შევცდი.

მიხარია იმ ასაკში რომ აღარ ვარ, როცა შეეძლოთ ეთქვათ: “არა და მორჩა ამაზე ლაპარაკი”, ხშირად ვახსენებ რომ პატარა აღარ ვარ და მაქვს უფლება ჩემი ცხოვრება მქონდეს, თუმცა მათი გულის ტკენა ყველაზე ნაკლებად მინდა და როცა ნერვიულობენ, ცუდად ვგრძნობ თავს. მაგრამ  ჩემს აზრს მაინც განვახორციელებ.

მშობლებო, რატომ მიგაჩნიათ, რომ დამოუკიდებლობის სურვილი ცუდია? ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, თუმცა ამ “ქართულ” ჩვევებს მე მათ მაინც ვერ მოვუშლი და ეს რომ ვუთხრა მიპასუხებენ_ქართველები ვართ და რატომ უნდა მოვიშალოთო. მაგრამ ხომ შეუძლიათ ქართველებსაც საღი აზროვნება, ჩემი აზრით ბავშვი როცა ხდება 18 წლის, ის უნდა გადადიოდეს ცალკე საცხოვრებლად, იწყებდეს მუშაობას. პროფესია მაგ ასაკში არ ექნებათ, მაგრამ მონდომებით შესაძლებელია სამსახურის შოვნა და მერე საკუთარი შემოსავლის დაფასება, ხარჯვა და კონტროლი. მასე რომ იქცევიან მშობლები იმიტომ არის, რომ ეჩვევიან შვილები სხვის ხარჯზე ცხოვრებას, არ იციან რა არის დამოუკიდებლობა და მთელ ცხოვრებას მშობლების ფულით იწყობენ და ბოლოს  მათ რომ აწვებათ ყველაფერი, არ იციან როგორ მოიქცნენ. ეს არის არასწორი აღზრდა, ამას კი რატომღაც ბევრი ვერ ხვდება.

იმედი მაქვს, 2011 წელს, მე ჩემს ახალ, დამოუკიდებელ ცხოვრებაში შევდგამ ფეხს და დავუმტკიცებ ყველას, რომ მართალი ვიყავი, თუმცა ვიცი მაინც არ აღიარებენ. ^^

date3 Dec

2 Responses to “დამოუკიდებლობა”

  1. ბაჩო
    6:22 pm on December 3rd, 2010

    Good luck babe ;)

  2. ქეთუსი
    9:10 pm on December 18th, 2010

    ძალიან კარგია, რომ შენ დამოუკიდებლობისკენ ისწრაფი,მაგრამ ჩემთვის შენი მშობლების პოზიციაც გასაგებია, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არაა ჯერ ისე ’აწყობილი’ რომ ახალგაზრდამ თავი ადვილად ირჩინოს,სამსახური ადვილი საშოვნელი არაა, თანაც თუ პროფესიას ჯერ არ დაუფლებიხარ,
    უმთავრესი მიზეზი მშობლების პროტესტისა ზუსტად ესაა.

Leave a Reply: