twitter
rss

ჩემმა feedებმა საბოლოოდ გაჭედეს.

არცერთ ბლოგის ბლოგროლში არ აჩვენებს ჩემს განახლებულ პოსტებს

ამის გულისთვის ვეღარ ვიყენებ Networked Blogs

ვერც Feedburnerზე ვრეგისტრირდები :(

Landishს ვკითხე და ვერც მაგან გაუგო ვერაფერი და აბა მე ხო მითუმეტეს ვერ გავუგებ რა სჭირს ამას.

ამიტომ ეს თქვენი ბლოგის ბრალი არ არის უბრალოდ ტექნიკური პრობლემებია.

და აღარც ვიცი ვის ვკითხო :(

თუ იცით ვინმემ დამეხმარეთ რა :(

date8 Mar

გაზაფხულდა და გაიღვიძა ჩემმა რომანტიკოსმა მხარემ, თუმცა არც არასოდეს დამალულა,

ძალით ვცდილობ მოვიშორო,

მაგრამ არაფერი არ გამომდის…

ძალიან მიყვარს სანთლები, არომატული და არამარტო, მოკლედ სახლში უამრავი სანთელი მაქვს, ნათურის შუქს ვერ ვიტან და ვცდილობ სახლში როცა მარტო ვარ,  მხოლოდ სანთლები მენთოს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომ უბრალოდ შეუძლებელი იყო  გულგრილად დავეტოვებინა ეივონის კატალოგის ახალ ნომერს, სადაც ეგრევე თვალში მომხვდა ჩემთვის ძალიან საყვარელი ნივთი, სანთლები აბაზანისთვის…

ულამაზესი ყუთი აქვს საგაზაფხულო და მოსახერხებელი

სანთლებს კი არაჩვეულებრივი სურნელი

ვგიჟდები ამდაგვარ ნივთებზე

ხოდა წავედი დავიკარგე აბაზანაში….

date6 Mar

მინდა მოგიყვეთ ერთ–ერთ სენზე, რომელიც არის ანორექსია, მთელი დედამიწა ისე არის გატაცებული ამ საშინელი დაავადებით, რომელსაც თავიანთ თავში ძალით იწვევენ, რომ აღარვინ ფიქრობს სწორ კვებაზე, არც დიეტებზე ან თუნდაც ვარჯიშზე, 21 საუკუნეში თუ ვინმეს მოუნდება გახდომა ხდება ანორექსიკი.

ეხლა აგიხსნით ჩემი სიტყვებით რას ნიშნავს ანორექსია, თუმცა დარწმუნებული ვარ უმეტესობამ იცით ამის შესახებ. ეს არის ჩემი აზრით ფსიქოლოგიური დაავადება, როდესაც ხალხი იწვევს თავიანთ თავში ზიზღის გრძნობას საკვების მიმართ. და აკეთებენ ამას უშუალოდ დაკლების მიზნით, არის ხალხის კატეგორია რომელშიც ეს დაავადება თავიდანვე დევს, მაგრამ როგორც გადავხედე სტატისტიკას 80 % თავისი ნებით მიდის ამ დაავადების გაჩენამდე. იმდონემდე მომრავლდნენ ანორეკსიკები რომ უკვე ქმნიან თავის ჯგუფებს, სექტებს და ერთმანეთს უზიარებენ ახალ მიღწევებს.

თურმე თუ ადამიანს მოუნდება გახდეს ანორექსიკი, ამასთან მიმავალი რამოდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი:

  • პირველ რიგში ფსიქოლოგიური.  უნდა გამოიწვიონ საკუთარ თავში ზიზღის შეგრძნება საჭმლის მიმართ, იზიზღებენ ცხოველებს, მცენარეებს, ზოგიერთი იზიზღებს ქარხნებს და საერთოდ ყველაფერს საიდანაც შეიძლება წარმოიშვას საკვები. ამუშავებენ თავის ფანტაზის ნაყოფს და მაგალითად წარმოიდგენენ რომ გემრიელ ტორტის ნაჭერი როგორ იქცევა დამპალ და ობიან ობიექტად.
  • უნდა შექმნან საკუთარი დღიური სადაც დაწერენ თუ რისთვის სჭირდებათ მათ ანორეკსია, შემდეგ ჩააკრან იქ სხვა ანორეკსიკების სურათები და შექმნან იდეალი, რომლის ტანადობა იქნება მათთვის მისაბაძი, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში ის ადამიანიც უნდა იყოს ანორეკსიკი, გააღმერთონ თავის იდეალი და გააკეთონ ყველაფერი, რომ გახდნენ ისეთი როგორც ის. და კიდევ ამ პუნკტში შედის ძალიან ბევრი სურათების გაკვრა სახლში, ლოგინთან განსაკუთრებულად, რომ როცა გაიღვიძებენ არ დაავიწყდეთ ვინ არიან ისინი.
  • დასჯა – სჯიან საკუთარ თავს ჭამის გულისთის, მაგალითად ყველაზე აქტუალური სასჯელი არის ჩქმეტა)), ჭამის შემდეგ იწყებენ ხელების დაჩქმეტვას და როცა უკვე სილურჯისგან ადგილი არ რჩებათ, ფსიქოლოგიურად იწყებენ ჭამაზე უარის თქმას.
  • დეპრესია – უნდა იჩხუბონ ყველასთან, იყვნენ უხეშები, რომ სხვებმაც იგივენაირად უპასუხონ, ამის შედეგად ვარდებიან დეპრესიაში და იძახიან ჭამაზე უარს.
  • უნდა ეცადონ კავშირი ჰქონდეთ უშუალოდ ანორეკსიკებთან და ეძებენ ისინი მუდამ, გინდ რეალობაში და გინდ ვირტუალურ სამყაროში.

ეს არის ძირითადი პუნქტები, თუმცა ერთიანობაში იმდენია რომ ამაზე არა ერთი წიგნი დაწერილა. ანორექსიკების ყველაზე კარგი მაგალითები ჰოლივუდში ყავთ:

Kate Moss – ანორექსიკი

Angelina Jolie – ახალბედა ანორექსიკი

Lara Flynn Boyle – არასოდეს ჭამს

Victoria Beckham – სტაჟიანი ანორექსიკი

ერთ–ერთი და Olsen – ანორექსიკი

და კიდევ უამრავის ჩამოთვლა შეიძლება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ანორექსიაში დაარწმუნოთ თავი, რომ თქვენაირი ნებისყოფა არავის აქვს. რომ ანორექსიის დროს თქვენ იქნებით ყველაზე ბედნიერები, ლამაზები და სასურველები, ყველას მოუნდება მოგბაძოთ და იყვნენ თქვენაირები.

ანორექსიკები ჭამენ ფერებით, ანუ ორშაბათს მხოლოდ ყვითელ საკვებს იღებენ, სამშაბათს მხოლოდ თეთრს და ასე შემდეგ, ესეც ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხია და ალბათ გასართობიც. მაგათზე კიდევ უამრავი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ გავჩერდები აქ.

ამიტომ სადმე ქუჩაში თუ შეგხვდათ გაბრაზებული, მყვირალა, თვალებ ჩალურჯებული, ფერგადასული და გამხდარი ადამიანი დალურჯებული ხელებით, უყვირეთ მას, რომ ჩააგდოთ დეპრესიაში, დასცინეთ, რომ აუტყდეს ტირილი, დამიჯერეთ ის ამით მარტო მადლობელი დაგრჩებათ, ის ხომ ანორექსიკია !!!  :D

Хочешь жрать, попей водички! Вот девиз анорексички!

date5 Mar

ხატვის ხელოვნებაში არაფერი მესმის, არც ხატვა მეხერხება, არადა ყოველთვის მინდოდა ლამაზი ყვავილი მაინც დამეხატა, მაგრამ ამაოდ, არ არის ეს ჩემი, თუმცა უზომოდ მიყვარს და ვტკბები სხვისი ნიჭით და თეთრი შურით მშურს.

დიდი ხანია თვალს ვადევნებ ქვიშის ანიმაციებს, პირველად დათო ხუჯაძის კლიპის შემდეგ დავინტერესდი, რადგან ძალიან ლამაზი და უჩვეულო იყო , რომ დააკვირდეთ თითქოს ძალიან ადვილია, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვცადე და არაფერი არ გამომივიდა სამწუხაროდ, რადგან მართლა რთულია და ნიჭი სჭირდება.

ქვიშის ანიმაციის დროს იყენებენ სხვადასხვანაირ ფხვნილებს, სუფთა ქვიშას, ხანდახან მარილს, ყავას და კიდევ ბევრ რამეს, ხატავენ შუშაზე, უმეტეს წილად ხელებით, მაგრამ იყენებენ ფუნჯებსაც პატარა დეტალებისთვის, უკეთებენ ათასნაირ განათებას და დგამენ ამ შოუს ხალხის წინაშე, ხატავენ ელვისებური სისწრაფით და ულამაზესი გამოდის საბოლოოდ, თან ყურების პროცესიც არ არის მოსაწყენი. მხატვარი ქმნის ნახატებს რომლებსაც უეცრად ცვლის, ამის წყალობით გამოდის სიუჟეტი და არაჩვეულებრივი სანახაობა. მხატვარს ამ დროს არამარტო ნიჭი სჭირდება არამედ დიდი გამძლეობა და ყურადღება, რადგან ერთი არასწორი ხელის მოქნევას შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს. ძალიან დიდი ფანტაზიის უნარით სარგებლობენ ასეთი მხატვრები, რადგან შეუძლიათ 10 წუთის განმავლობაში შექმნან ისეთი სანახაობა, რომელიც ერთ კინოს უდრის, ერთ ისტორიას და ხალხისთვის დაუვიწყარი ხდება.

ერთერთი ყველაზე განთქმული ქვიშის ანიმაციების მხატვარი, არის ქსენია სმირნოვა, ამ ქალბატონმა გაიმარჯვა უამრავ კონკურსში და გაოცებული დატოვა მილიონობით მაყურებელი, თავის ორიგინალურობით და არაჩვეულებრივი ნიჭით.

date3 Mar

მეგონა ჩემი სენტიმენტალიზმი ბოლომდე მოვიშორე, მაგრამ დღეს დავრწმუნდი რომ არაფერიც არ მეშველა და ისევ ისეთივე დავრჩი როგორიც ვიყავი.

დღეს გული ამიჩუყა ორ მოხუც ცოლ-ქმარმა, არც ისე ასაკოვნები იყვნენ მაგრამ რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ უკვე დიდი შვილები ყავთ, შეიძლება შვილის შვილებიც,  მაგათ არც კარიერაზე აქვთ საფიქრალი, აქვთ უამრავი თავისუფალი დრო და ცხოვრობენ თავისთვის, ერთმაენთს უვლიან და არიან ტკბილად. ისე ძალიან მომეწონნენ რომ თვალს ვერ ვწყვიტავდი, თან ძალიან მოვლილები და ლამაზები იყვნენ, ბებია აშკარად ცოტა პრანჭია იყო და თბილი, ებუზღუნებოდა თავის „ბერიკაცს“ და სულ უსწორებდა ტანსაცმელს. არ ვიცი შეამჩნიეს თუ არა რო ვუყურებდი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. დადიოდნენ და ეძებდნენ ერთმანეთისთვის საჩუქარს, თან ეს ბებია ეუბნებოდა შენ წადი ცალკე მიყიდე და მე ცალკე გიყიდიო. ჩახუტებულები დადიოდნენ და ისე უყურებდნენ ერთმანეთს, რო შეხედავდი იტყოდი აი ამისთვის ღირს ცხოვრებაო.

არადა ესეიგი სადღაც ხომ არსებობს მაგხელა სიყვარული და სითბო, ბევრი წლების განმავლობაში რო განარჩუნებინებს ოჯახს, გაზრდევინებს შვილებს, მერე შვილის შვილებს, და ერთად აწყობთ ყველაფერს, დღევანდელი დღის გადმოსახედიდან უკვე ისეთი დროა რომ მეგონა ასეთი რაღაც  არავის შეეძლო, მაგრამ იმხელა სიყვარულს აფრქვევდნენ, რომ შეუძლებელი იყო ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო, მართლა ძალიან ლამაზი სანახაობაა  და ეგ არის ნამდვილი ცხოვრება, ასეთი მომავლისთვის ღირს ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ ცუდია რომ ყველას არ შეუძია ასე ან არ უმართლებთ ან კიდე უამრავი სიძნელე ხვდებათ წინ და ვერ ლახავენ. მაგრამ ამის სურვილი ყველას რომ აქვს ან გაუჩნდება ასეთი მოხუცებული წყვილის  ნახავის შემდეგ ეჭვი არ მეპარება.

ძალაინ მომინდა ჩემი ბებია და ბაბუა ყოფილიყვნენ ან უბრალოდ ვიცნობდე და მასეთ ხალხთან მქონდეს ურთიერთობა, რომ მეც დავიჯერო ეგეთი რამ მართლა რომ არსებობს და შესაძლებელია.

date27 Feb

ყველა მუსიკოს ყავს თავის რჩეული მუსიკოსი, კერპი თუ ასე შეიძლება დავარქვათ ამ სიყვარულს, ჩემთვის ჯერ მუსიკოსის წოდება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან უამრავი რამ მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი ამ დარგში, რამოდენიმე წლის ფროფესიული პრაქტიკის შემდეგ, შეიძლება მივცე თავს უფლება მერქვას მუსიკოსი, ხოლო  ჯერ კი საშუალო დონის მოყვარული ვარ, თუმცა აქამდე მისვლას რამოდენიმე წელი დასჭირდა, მაგრამ აქამდე დიდი ინტუზიაზმით აღჭურვილი არ ვიყავი, ეს მუსიკის მუზა ბოლო ორი წლის განმავლობაში მომივიდა, არადა  6 წლიდან ვარ ამ სფეროში, ერთი ინსტრუმენტიდან მეორეზე გადასვლის შემდეგ, ვიპოვე ის რასაც ვეძებდი, ის ინსტრუმენტი რომელზე დაკვრა მაინტერესებს, სიამოვნებას მანიჭებს და სურვილს მიჩენს გავიღრმავო ცოდნა, ეს არის ბასს გიტარა, თუმცა ეს სიყვარული ბას გიტარის მიმართ ეგრევე არ მოსულა. საშინლად არ მივესალმები იმ აზრს როცა ამბობენ კარგი ბას გიტრისტი, არ შემდგარი გიტარისტი არისო, რადგან აკუსტიკურ გიტარაზე მეტ სიამოვნებას ბასი მანიჭებს.

ხოლო ჩემი კერპი, მართალია არ მიყავრს ეს სიტყვა, ან უბრალოდ ადამიანი რომლის პროფესიულ სვლას, მიღწევებს და კომპოზიციებს ვცემ პატივს არის მარკუს მილერი.ეს მუსიკოსი, კერძოდ ბას გიტარისტი, ბავშობიდან ჯაზმენებთან იზრდებოდა, უმრავ რამეს სწავლობდა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს მუსიკოსისთვის.

„ჩემი ბავშობის მასწავლებლები მეუბნებოდნენ, რომ ცხოვრებაში ალალი უნდა იყო საკუთარ თავთან და იმ საქმესთან რასაც აკეთებ, ასეთ ხალხს პრობლემები არასოდეს არ აქვთ– ამბობს მარკუს მილერი.

მუსიკა იმდონემდე მნიშვნელოვანი რამ არის ამ ადამიანისთვის, რომ ამის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია, და ვისაც აქვს გასინჯული სცენის, კონცერტების, აპლოდისმენტების და წარმატებების გემო, ის ვეღარასოდეს იტყვის უარს ამ ყველაფერზე, და ეს გახდება მისი ცხოვრების მიზანი და ყველაზე მნიშვნელოვანი  ნაწილი. ზუსტად ამ მუსიკოსის შესრულება, ინტერვიუები და ახალი კომპოზიციები  მიქმნიან წარმატების ხალისს.

დღეს დღეობით ნებისმიერი კომპოზიცია რომ გახდეს მოსმენადი და პოპულარული, უნდა შეირწყას ერთმანეთში ძველი და ახალი სტილი, კლასიკა და როკი, ჯაზი და როკი, უამრავი შერწყმა არის შესაძლებელი და რაც უფრო უცანური და შეუსაბამებელი ჯანრებია მით უფრო საინტერესო და მოთხოვნადი ხდება საზოგადოებაში, ეს არ არის ისეთი მუსიკა რომელსაც ერთხელ მოუსმენ და მეორეჯერ მობეზრებული გექნება, ეს არის მუსიკა, რომელიც ყოველი მოსმენის დროს ახალ ნიუანსებს აღმოგაჩენინებს და სულ უფრო მიგახვედრებს რის გადმოცემას ცდილობდა კომპოზიტორი, ან თუნდაც შენი ფანტაზიის ნაყოფი იმუშავბეს და შენთვითონ შეთხზავ საკუთარ ისტორიას.

აფრიკაში არის ტრადიცია, რომელიც შენარჩუნებულია დღემდე, ამ ტრადიციის მიხედვით აფრიკის მოსახლეობა სწავლობს ცხოვრების წარმართვას ადამიანისგან რომელიც კითხულობს რეპს, წერს საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე სიტყვებს, რომელსაც მერე კითხულობს და ხალხი ამაში ეძებს ჭეშმარიტებას. ეს მოვაყოლე იმაზე რომ ყველა ჟანრს აქვს თავის ისტორია და კარგი მხარე, თუმცა საქართველოში ამას ბევრი არ უყურებს კარგი თვალით და ეს ალბათ ჩევნი რეპერების დამსახურებაა, დიდი რეპის მოყვარული არც მე ვარ და ამაზე ბევრს აღარ დავწერ.

ამ თემაზე შემიძლია ძალიან ბევრი ვიმსჯელო და უამრავი ახალი რამ მოვყვე, მაგრამ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს პოსტი, მინდა დავამთავრო იმით რომ ზუსტად მარკუს მილერი ცდილობს უამრავი ჯანრის შერწყმას, თავის ბენდთან ერთად და ეს არაჩვეულებრივად გამოსდის, იუთუბზე შეგიძლიათ უამრავი ჩანაწერი ნახოთ ამ მუსიკოსის, მაგრამ დავდებ ერთ ჩემს ყველაზე საყვარელ კომპოზიციას, რომელიც არის მთავრის სონატა მარკუს მილერის ინტერპრეტაციით გაკეთებული.

მოუსმინეთ და შეაფასეთ !!! :)

date25 Feb

გადმოვედი როგორც იქნა ვორდპრესზე.

ბლოგის დიზაინები კიდევ არ მომეწონა თუმცა უამრავი იყო, მაგრამ ისეთი დიზენები მომწონდა რომელიც ფასიანია, ამიტომ გადაკეთებულ თემას არაფერი ჯობია :D , სხვა და სხვა ბლოგებიდან “მოვიპარე” ილუსტრაციები და მაგითითი დავიწყე გაფორმება, დიდი დიდი მადლობა აქაც ლანდიშს დახმარებისთვის :*.

გადმოვწერე ონლაინ წიგნი  css-ს შესახებ და დავიწყე შესწავლა ამ ყველაფერის, იმედია მალე ყველაფერი მეცოდინება და უფრო განვითარდება ეს ბლოგი.

ველი თქვენს კომენტარებს ახალი დიზანის თაობაზე, შენიშვნებს და ასე შემდგე :D :*.

date21 Feb

ძალიან ბევრმა ბლოგერის მომხმარებელმა მკითხა როგორ შექმნან გვერები ბლოგერზე, ბევრმა დიდი ხნის წინ მთხოვა დამეწერა ამაზე ტუტორიალი და დიდი ბოდიში რომ აქამდე ეს ვერ მოვახერხე, მორიგი თხოვნის შემდეგ, როგორც იქნა მოვიცალე და გადავწყვიტე დამეწერა.

თუ ხართ Wordpress–ის მომხმარებელი თქვენ იცით როგორ შექმნათ გვერდები ბლოგზე და ეს არ წარმოადგენს პრობლემას, ხოლო თითქმის ყველა blogger–ის მომხმარებელს უჩნდენა კითხვა როგორ დაამატონ გვერდები თავის ბლოგზე. როგორც ასეთი გვერდების ჩამატება, მაგალითად ბლოგროლის გაჯეტის გადატანა შეუძლებელია, აქ მხოლოდ ხერხდება პოსტის სეულის გვერდების შექმნა, მაგალითად წერთ პოსტს და ის პოსტი იქნება თქვენი ბლოგის გვერდი, მაგალითად წერთ თქვენს შესახებ “About“–ს და ეს პოსტი გამოჩნდება როგორც გვერდი.

ეხლა დაწვრილებით მიყევით ჩემს ინსტრუქციას და უპრობლემოდ შექმნით 10 გვერდს თქვენს ბლოგზე, თუმცა არსბობს რამოდენიმე ხერხი ამისთვის, მაგრამ მე დავწერ ყველაზე მოსახერხებელს და ადვილად გასაკეთებელ ხერხს:

1. Dashboard >>> Edit Posts >>> Edit Pages

2. Create a page: ამის შემდეგ Page Title–ში წერთ თქვენი გვერდის დასახელებას და პოსტის ადგილზე კი გვერდის შინაარს, აჭერთ Publish Page–ს, ამის შემდეგ თქვენს ხედავთ ფანჯარას:

თუ აირჩევთ Blog sidebar–ს თქვენი გვერდები განთავსდება ბლოგის ან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, ეს არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ უწყობს თქვენი თემფლეითი ამას ხელს.

ყველაზე კარგი არჩევანი ამ შემთხვევაში არის Blog tabs, ამის მეშვეობით თქვენი გვერდები განთავსდება ბლოგის ზედა მხარეს, როგორც უნდა იყოს წესით გვერდების ჩამონათვალი და როგორც ხედავთ ამას ჩემთან.

ამის შემდეგ აჭერთ Save and publish–ს და თქვენს ბლოგზე გაჩნდება თქვენს მიერ შექმნილი გვერდი. ყველა გვერდის დამატება ხდება იგივენაირად, ხოლო ამ ჩამონათვალის რედაქტირება შეგიძლიათ შემდეგნაირად:

Dashboard >>> Layout

და აქ Add and Arrange Page Elements–ში ნახავთ ზედა მხარეს დამატებულ ახალ გაჯეტს, რომლის რედაქტირება უმარტივესია, უბრალოდ უნდა დააჭიროთ იმ გაჯეტის Edit–ს და ნახავთ შემდეგ ფანჯარას :

აქ შეგიძლიათ შეცვალოთ გვერდების დასახელება, თანმიმდევრობა ან უბრალოდ გათიშოთ თქვენს მიერ შექმნილი გვერდი და შეინახოთ.

სულ ეს იყო, ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ შექმნათ გვერდები და გაანვითაროთ თქვენი ბლოგი.

date8 Feb

ჩვენი ბლოგსფეროს წარმომადგენლები იმდონემდე აქტიურად ლაპარაკობენ ნიჭიერის შესახებ, რომ ძალიან დამაინტერესა ამ პროექტმა, რადგან აქამდე უცხოური “ნიჭიერი” ნანახიც კი არ მქონდა ვნახე ძალიან ბევრი ვიდეოები და 2008 წლის გამარჯვებული ბავშვი George Sampson-ი  გახდა მართლა ჩემი ფავორიტი. უსაყვარლესი და უნიჭიერესი ჯორჯი იყო 14 წლის როცა გახდა გამარჯვებული და შეასრულა Breakdance. აუცილებლად ნახეთ მისი ვიდეოები და დარწმუნებული ვარ თქვენც ძალიან მოგეწონებათ. 2007 წელსაც მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაიმარჯვა, ფარხმალი არ დაყარა და  2008 წელს შესანიშნავი შედეგით გამოვიდა:

ეს კი ფინალი:

ამ ცეკვის ინტერვიუს შემდეგ ჯორჯმა განაცხადა რომ ცეკვის დროს ცალ თვალში დაკარგა სინათლე, ძალიან შეეშინდა მაგრამ მაინც განაგრძო ცეკვა და გახდა კიდევაც გამარჯვებული: გამარჯვებულის გამოვლენა:

პროექტის შემდეგ ექიმმა აუკრძალა ცეკვა, რადგან დაზიანებული ჰქონდა ხერხემლის ნერვი და გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება საერთოდ დაბრმავებულიყო, მაგრამ ამ პროექტის შემდეგ ჯორჯმა მიიღო უამრავი შემოთავაზება, პრინც უილიამის სახელით ტურის ჩატარება და მან განაცხადა, რომ ვერაფერ შეაჩერებს და განაგრძობს ცეკვას, მაგრამ ჯამრთელობასაც მიხედავს.

“There’s no way I’d ever give up dancing,”. “Nothing would stop me.” (c) George Sampson
date31 Jan

მე როგორც კინოების დიდი მოყვარული, მაგათ ყურებას თავს არ ვანებებ, ამ ბოლო დროს რამოდენიმე კინოს ვუყურე, სადაც დიდი აქცენტი იყო გაკეთებული ბლოგერობაზე, ეტყობა ისე შემოვიდა საზოგადოებაში ბლოგინგი, რომ ეხლა ყველა კინოში ყველას აუცილებლად ბლოგი ექნება :) ))).

გუშინ ვუყურე კინოს “Motherhood“, ძალიან მომეწონა, ბლოგერი დედიკოს ამბავია, რომლის კისერზეც უამრავი საქმეა და როგორ უმკლავდება ის ამ ყველაფერს თან ამ დროს ბლოგერობს, ამ კინოს მერე აღარავინ მკითხავს იმედია ამდენ საქმე თუ გაქვს აქ ყოფნას როგორ ასწრებო, აი როგორ, უყურეთ და ნახავთ, თუმცა მე მაგდენი საქმე მაინც არ მაქვს :) ).

და კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა, მე მაგალითად ძალიან მიყვარს სურათები და სულ საინტერესო და ლამაზი სურათის ძიებაში ვარ, ამ ყველაფრის მერე კომპიუტერი გატენილია სურატებით, რომლებიც საბოლოოდ არ მჭირდება, ხოდა ამ სურათების თვალიერებაში აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო საიტი: deviantart, რომელიც ძალიან გავს flickr-ს, მაგრამ flickr-ი საერთოდ არ მომწონს, აქ ინტერფეისიც ძალიან ლამაზია, ქმნით  თქვენ აქაუნთს ამატებთ თქვენ საყვარელ სურათებს, ან სხვისი დაგდებული სურათებს აფავორიტებთ, შესაბამისად ყველაფერი გექნებათ და არც თქვენი კომპიუტერი დანაგვიანდება ზედმეტი ნაგვისგან :) ). აქ შეგიძლიათ დააკოპიროთ სურათები, თან ნებისმიერ ზომაში, დააშეიროთ თვითერზე და ფეისბუქზეც, შეგიძლიათ დაიმატოტ მეგობრები, შექმნათ პატარა ბოლოგივით, უშუალოდ სურათებზე, გააფორმოთ თქვენი გევრდი და კიდევ უმარვაი რამ, მოკლედ ძალიან მომეწონა და თქვენ გაგიზიარეთ. :)

თუ დარეგისტრირდებით აგერ მეც და დამამატეთ: http://kikitooo.deviantart.com/

date28 Jan